„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალ პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს

31 ოქტომბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტთან აქტიურ თანამშრომლობას გააგრძელებს, რაც დაკავშირებული იქნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში საკანონმდებლო წინადადებების მომზადების, სარეკომენდაციო პაკეტების შეთავაზებისა და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიმართულებით. ორგანიზაცია ითანამშრომლებს როგორც მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან იმ ცვლილებებისა და ინიციატივების ფარგლებში, რომელიც უფლებების სფეროს გახდის დაცულს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალი მოწვევის პარლამენტის მიმართ უკვე ამზადებს საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზული მხარეების მოწესრიგებას. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ აქტიური თანამშრომლობა ექნება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებთან.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მაქსიმალურად კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოშო, რაც ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, მტკიცე ერთგულებას კიდევ ერთხელ უსმევს ხაზსს. ამასთან, ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ საარჩევნო და წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევები სამართლებრივად იქნება შეფასებული და მათ შორის, ყველა ინციდენტის მიმართ დადგება პასუხისმგებლობა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იმედოვნებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები განსაკუთრებულ წვლილს შეიტანენ აღამსრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის მიმართულებით. ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელს შეუწყობს ინსტიტუციური რეფორმების დაჩაქრებას და გადაწყვეტილებები იქნება საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით. 



კომენტარები