„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევები მსოფლიოს წამყვანმა 18 ინსტიტუციამ და პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა მიიღო

5 დეკემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სისტემური დარღვევის საქმეებზე მომზადებული სამი ცნობილი კვლევა მსოფლიოს წამყვან 18 ინსტიტუციას და პოლიტიკური თანამდებობის პირს უკვე მიეწოდა, მათ შორის ორგანიზაციის კვლევები გაიგზავნა გაეროს გენერალურმა მდივან პან გი მუნის, აშშ პრეზიდენტ ბარაკ ობამას, აშშ სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის, აშშ სენატორ ჯონ მაკკეინის, აშშ პრეზიდენტობის კანდიდატ ჰილარი კლინტონის, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმის, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცეს, ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივან ჯეფი მიკელსენის, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის, ევოსასამართლოს პრეზიდენტ გუიდო რაიმონდის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ კრისტიან ლაგარდის, ფონდ „ღია საზოგადოების“ პრეზიდენტ ჯორჯ სოროსის, „USAID“-ის,  „Amnesty International”-ის, „Human Rights Watch“-ის, „UNDP“-ისა და „IBRD“ მიმართ. აღნიშნული ინსტიტუცებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ორგანიზაციის კვლევების მიღების ფაქტი, 2016 წლის 17 ნოემბრის ოფიციალური წერილით, ორგანიზაციას უკვე დაუდასტურა „საქართველოს ფოსტამ“.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მსოფლიოს წამყვან ინსტიტუცებსა და თანამდებობის პირებს სახელმწიფოს სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო ქონების, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის წართმევისა და ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეები მიეწოდათ.

„ჩვენი სურვილია, როდესაც თქვენ გექნებათ საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, წარმოდგენილი საქმეები განიხილოთ, როგორც გამოძიებისთვის პრიორიტეტი და სთხოვოთ მათ, რომ დაჩქარდეს სწრაფი მოქმედებები კანონის უზრუნველსაყოფად, დაზარალებული მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. ამასთან, ჩვენი თხოვნა იქნება, თქვენი წერილობითი გამოხმაურება მომზადდეს ჩვენს მიერ გამოგზავნილ კვლევებზე. ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს შეხედულებებს და შენიშვნებს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენს სამომავლო საქმიანობაში. ჩვენ გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენს მნიშვნელოვან დროს დაუთმობთ წარმოდგენილი კვლევების გაცნობას, რომელიც ნამდვილად ბევრ უცნობ ფაქტებს მოგაწვდით და ღიად დაგანახებთ, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი და რა სისტემურ დანაშაულებებს ჰქონდა ადგილი 2003-2012 წლების მმართველობის დროს“ – ნათქვამია გაგზვანილ ყველა ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი აწერს.



კომენტარები