„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს

15 დეკემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პარლამენტს ოფიციალურად მიმართავს. ორგანიზაცია გამოიყენებს შესაძლებლობას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების თანახმად, კომისიის შემადგენლობაში შედიან ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბრის დამტკიცებული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების მიხედვით, კომისიაში ექსპერტების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. დებულებაში, არაფერია ნათქვამი, რომელი შერჩევის წესის მიხედვით უნდა განისაზღვროს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობა კომისიაში. შესაბამისად, ივარაუდება, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „განსაზღვრებას“ გამოიყენებს ინდივიდუალური შეხედულებით ან/და საქართველოს პარლამენტში რეგისტრირებული განაცხადების საფუძველზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პარლამენტს წერილობით 16 დეკემბერს მიმართავს.  



კომენტარები