ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბიძინა ივანიშვილის ადგილობრივ საზოგადოებასთნ შეხვედრის დეორგანიზაციას ცდილობდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობისა და მკაცრი მოთხოვნების შედეგად, ადგილობრივი ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ქობულეთის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს სცენის დამოტაჟებას დასთანხმდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ დაზუსტებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სცენის დადგმას ჯარიმის სანაცვლოდ დასთანხმდა. კოალიციის წარმომადგენლებთან მისული ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ შეხვედრისთვის თვითმმართველობის ორგანოსათვის არ იყო წინასწარი მიმართვა. ამიტომაც, სცენის დადგმა და შეხვედრის გამართვა კანონდარღვევა იქნებოდა, რასაც ვერ დაუშვებდნენ. საკითხის გარკვევაში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაში მყოფი მოქალაქეები აქტიურად ჩაერთვნენ. ადგილობრივების წინააღმდეგობის შედეგად, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამსრომლებმა განაცახდეს, რომ სცენის დამონტაჟებას ხელს არ შეუშლიდნენ, თუმცა თვითმმართელობა ადმინისტრაციულ წესით მომხდარზე ჯარიმას დაადგენდა. კოალიციის წარმომადგენლები შეთანხმებას დასთანხმდნენ. ცნობისთვის: მანამდე განიხილებოდ აალტერნატიული ფართის შეთავაზების საკითხიც.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ დაზუსტებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სცენა უკვე მოწყობილია.
„ახალგაზრდა ადვოკატებს“ კოალიციის წარმოამდგენლებმა დაუდასტურეს, რომ აღნიშნული შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტარდება, მთლიანად მშვიდობიანი და საინფორმაციო ხასიათისაა და არ იგეგმება საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა, მეტადრე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა.
ჩვენივე ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე უკვე შეკრებილია ქობულეთის მოსახლეობა. ადგილზე არ შეინიშნება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილი ქობულეთის მოსახლეობას დღეს, 17:00 საათზე შეხვდება.