არჩილ კაიკაციშვილი, „ბანკები და ფინანსების“ მიერ გამოქვეყნებულ 2016 წლის ადამიანების ოცეულში დასახელდა

26 დეკემბერი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მიერ 2016 წლის ადამიანების ოცეულში დასახელდა. „არჩილ კაიკაციშვილი - ახალგაზრდა ადვოკატების ლიდერი, რომელმაც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს, ფაქტობრივად, მოუგო პროცესი. ბევრი რეზონანსული საქმის მონაწილე. მებრძოლი და მიზანსწრაფული“ - ნათქვამია გაზეთის სარედაქციო წერილში, რომლის მიხედვითაც, წლის ადამიანების შეამდგენლობას, ტრადიციულად, გაზეთის მენეჯმენტი, ჟურნალისტები და რესპონდენტები განსაზღვრავენ.

„ბანკები და ფინანსების“ მიერ 2016 წლის ადამიანების ოცეულში მოხვდა მარიკა არევაძე. „ახალგაზრდა უფლებადამცველი, იურისტი, უანგაროდ უწევს კონსულტაციას და დახმარებას საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას დაზარალებულ მოქალაქეებს“ - ასეთია გაზეთის შეფასება, რომელმაც მარიკა არევაძის 2016 წლის საქმიანობის როლი გამოყო და განაზოგადა. მარიკა არევაძე, ასევე „ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და „ადვოკატთა საგანმანათლებლო ცენტრის“ ხელმძღვანელია.

„ბანკები და ფინანსების“ 2016 წლის ადამიანებს შორის დასახელდნენ გიორგი კვირიკაშვილი, ილია II, ზაზა ფაჩულია, ირმა ინაშვილი, მაკა ჩაჩუა, ნონა გაფრინდაშვილი, კახა კალაძე, ვარლამ ლიპარტელიანი, ეკა ბესელია, ირაკლი კობახიძე, ლევან ლორთქიფანიძე, რომან გოცირიძე, ნიკა გვარამია, გია ჯაჯანიძე, ნინო მიქიაშვილი. გაზეთის აზრით, 2016 წლის ადამიანების სამეული ასე გამოიყურება: ლაშა ტალახაძე, დონალდ ტრამპი და ბიძინა ივანიშვილი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მადლობას უხდის გაზეთის მენეჯმენს, ჟურნალისტებსა და რესპოდენტებს ნდობისთვის, რომელიც ჩვენი საქმიანობისთვის უდავოდ საპასუხისმგებლო მომენტია. 



კომენტარები