„ახალაგზრდა ადვოკატები“ დღეს გორში მიგრანტთა რეინტეგრაციის პროექტის პრეზენტაციას გამართავს

20 იანვარი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო პროგრამა „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, დღეს გორში მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე დაიწყება და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  შეეძლება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახორციელებს პროექტს „მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა“, რომლის მიზანია, ხელი შეეწყოს სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს. ამასთან, სახელმწიფო პროგრამა და მისი აღმასრულებელი გუნდი, მიზნად ისახავს არალეგალური მიგრაციის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მოსახლეობის ცნობიერების გაზრდას და ამ მიზნით, საქართველოს 6 რეგიონში, საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვას.

პროგრამის/პროექტის პრეზენტაცია უკვე ჩატარდა ბათუმში, ქობულეთში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პროექტის  ფარგლებში, გორის შემდგომ, შეხვედრები დაგეგმლია მარნეულსა და საგარეჯოში. 



კომენტარები