ეკონომიკის სამინისტროს საჯარო მოხელეები მთავრობის და პრემიერის მიმართ პოლიტიკურ საბოტაჟს აგრძელებს

23 იანვარი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს ასაჯაროვებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე, სახელმწიფოს მონაწილეობით, მორიგების აქტი უნდა გაფორმებულიყო, თუმცა სამინისტროს საჯარო მოხელეების მოქმედებებით, მთავრობის განკარგულების პროექტი შეგნებულად არ განხორციელდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დღეს ყველა კითხვა მოხსნილია, რომელიც ღიად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მთავრობის განკარგულების პროექტის შეუსრულებლობით სამინისტროს იურიდიულმა დეპარტამენტმა შეასრულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთა, დაიცვა გიორგი პაპუაშვილის ინტერესები, არ შეასრულა პრემიერის მითითებები და არ უზრუნველყო როლანდ ბლადაძის საქმეზე სამართლიანობის აღდგენა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ამ პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი უფროსი, ოთარ იაშაღაშვილი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირიან გამეზარდაშვილი და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სოფიო ახალაძე-გულორდავა. მათ სატრატეგიას საქმეზე ახმოვანებდა სამინისტროს იურისტი სვიმონ ფირცხალაიშვილი, რომლის ყველა გამოსვლა საერთო სასამართლოებში, სისტემური დანაშაულებების გამართლებას ემსახურება. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, როლანდ ბლადაძის საქმეზე მორიგების პროექტის იმპელემენტაციაზე სდუმს ახალი მინისტრი გიორგი გვახარიაც, რომელიც გამოხმაურების გარეშე ტოვებს მხარის 2016 წლის 12 დეკემბრის მიმართვას და საქმეზე გიორგი პაპუაშვილის ინტერესების დაცვას აგრძელებს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტიც, რაც თვალსაჩინოდ კიდევ ერთხელ ცხადი გახდა 2017 წლის 13 იანვრის სხდომაზეც.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, როლანდ ბლადაძის საქმეში საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი 2016 წლის მაისში გაჩნდა. აღნიშნულს წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორმატში, არჩილ კაიკაციშვილის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საკითხის დასმა. პრემეირის დავალებით, არჩილ კაიკაციშვილის შეხვედრა ეკონომიკის ყოფილ მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელმაც ვერ შეძლო ქონებაჩამორთმეულის საქმეზე რეალური გადაწყვეტილებების მიღება. წარმოდგნილი პროექტით, სახელმწიფო აღიარებს როლანდ ბლადაძის მიმართ ქონების ჩამორთმევის ფაქტს და იღებს პასუხისმგებლობას, როლანდ ბლადაძეს სიმბოლურ ფასად - 1 ლარად დაუბრუნოს ჩამორთმეული ქონება. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ გიორგი პაპუაშვილს შესთავაზოს ალტერნატიული ფართი, ხოლო როლანდ ბლადაძე უარს ამბობს სახელმწიფოსთან და გიორგი პაპუაშვილთან სამომავლო დავაზე, მათ შორის ევროსასამართლოში. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამინისტროს პასუხისმგებელმა საჯარო მოხლეებმა შეგნებულად შეაფერხეს მორიგების პროცესი, არ შეასრულეს პრემიერის მითითებები, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ადგილი აქვს პოლიტიკურ საბოტაჟს, სახელმწიფოს სახელით, როლანდ ბლადაძის უფლებების განმეორებით, უხეშ დარღვევას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და გიორგი პაპუაშვილის ინტერესების ლობირებას და დაცვას. აღნიშნულზე, ორგანიზაცია თავიდანვე აკეთებდა მითითებას და „ახალგაზრდა ადვოკატების“ პირველი განცხადებაც 2016 წლის თებერვალში გავრცელდა, როდესაც აღინიშნა, რომ როლანდ ბლადაძის საქმეზე ეკონომიკის სამინისტროს პოზიციები უფრო ახლოს იდგა გიორგი პაპუაშვილის ინტერესებთან, ვიდრე მთავრობის სამართლიანობის აღდგენის პროცესთან.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს, დროულად დაინტერესდეს, თუ რა ხდება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, რატომ სდუმს ამჟამინდელი მინისტრი და იურიდიული დეპარტამენტის ახალი უფროსიც საქმეზე, რატომ არ ხდება მთავრობის განკარგულების პროექტის იმპელემნტაცია, რატომ ახალისებს მთავრობა შერჩევით მართლმსაჯულებას როლანდ ბლადაძის საქმეზე და დადგეს ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი საჯარო პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროში. სამინისტრომ 2007 წელს, სწორედ მირიან გამეზარდაშვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით, სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად გადასცა უძრავი ქონებები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, მათ შორის როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ბინა გიორგი პაპუაშვილს. სწორედ სოფიო ახალაძე-გულორდავამ მოამზადა სასამართლოში წარსადგენი სამინისტროს იურიდიული პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება მთავრობის სამართლიანობის არდგენის დეკლარირებულ პრინცილებს. სწორედ ოთარ იაშაღაშვილმა არ მოახდინა მთავრობის განკარგულების პროექტის იმპლემენტაცია, ყოველივე ეს კი, ტოვებს ღია შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული საჯარო მოხელეები მოქმედებენ ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ - აღდგეს სამართლიანობა როლანდ ბლადაძის წინაშე.

ცნობისთვის: 2017 წლის 31 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მთავრობის სახით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 2007-2016 წლებში, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ, სადავო ქონებაზე დამასრულებელ სხდომას გამართავს. როლანდ ბლადაძე მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება საქმეზე: #3/474-16, დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს. 



კომენტარები