სასამართლოს გადაწყევტილება საზოგადოებრივ სიმშვიდეს საფრთხის ქვეშ აყენებს

22 სექტემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სამართალდამცავების მხრიდან 21 სექტემბერს თბილისში და 22 სექტემბერს რუსთავში, ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ ახალგაზრდა მხარდამჭერების დაკავება პროვოცირების გონივრულ ეჭვს ასაბუთებს და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღემდე საზოგადოების მღელვარებას, ქუჩაში მასობრივ გამოსვლას ემსახურება და არჩევნების ჩატარებას საფრთხის ქვეშ აყენებს.

სასამართლოს მხრიდან დაკავებული ახალგაზრდების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არ ემსახურება არჩევნების სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარების პირობებს და არ პასუხობს საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს.

ორგანიზაციის შეფასებით, სასმართლომ საზოგადოებრივი ინტერესით უნდა იხელმძღვანელოს და იმ შემთხვევაში, თუკი რეალურ სამართალდარღვევასთან გვაქვს საქმე, რომლის სიმძიმეც და ხარისხიც არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, დაკავებული პირების მიმართ უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმის სახით, რაც გულისხმობს სავარაუდო სამართალდამრღვევთა გათავისუფლებას სასამართლო დარბაზიდან.

ვფიქრობთ, რომ სასამართლო ამ ფორმით, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოებრივ მშვიდობას არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში, მეორე მხრივ კი, მისი გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე. 



კომენტარები