პატიმრების ძალადობაზე სამართლებრივ პასუხისმგებლობა პოლიტიკური პასუხისმგებლობის შემდეგ უნდა დადგეს

19 სექტემბერი, 2012

გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების უმძიმეს შემთხვევებთან დაკავშირებით, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას წინ უნდა უსწრებდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.

საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში მოვლენაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ, რომელმაც თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

შოკისმომგვრელი, უკიდურესად შეურაცხმყოფელი და სასტიკია მსჯავრდებულთა ცემისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ის კონკრეტული ვიდეო–კადრები, რომელიც საზოგადოებისთვის საჯარო გახდა.

მომხდარი ფაქტი სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ერთობლიობას წარმოადგენს და მათზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ევროპული კონვენციებით გათვალსიწინებული მუხლებითაც უნდა დადგეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვუერთდებით სოლიდარობის პროტესტსს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, რომელიც პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობის გამო უკიდურესად აღმაშფოთებელია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვუერთდებით უფლებადამცველების მოთხოვნას – 24–საათიან ვადაში ხათუნა კალმახელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ინიციატივას – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საქართველოს მოსახლეობას დაუყოვნებლივ აჩვენოს მსჯავრდებულთა ცემის შემზარავი კადრები.

„ახალგაზრდა ადვოაკტები“ მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიებს, რათა ადეკვატურად შეაფასონ მომხდარი ძალადობა.

 

 

 



კომენტარები