მარიამ ხიზანიშვილი

მარიამ ხიზანიშვილი „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდს 2017 წლის ოქტომბრიდან შემოუერთდა. სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე საბანკო-საფინანსო საქმის სპეციალობით.  საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მეშვეობით, გავლილი აქვს სერთიფიცირების საერთაშორისო პროგრამა (ACCA) და არის ამავე ფედერაციის წევრი. ამასთან, მარიამ ხიზანიშვილს გავლილი აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ბუღალტერიის სწავლებისა და ფინანსური მენჯმენტის პრაქტიკული კურსები. მონაწილეობდა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასა და საკონსულტაციო კომპანია „Savvy Consulting“ პროგრამაში: „საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი“. 2017 წლიდან, თავად ხელმძღვანელობს საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურების მიზნისთვის დაფუძნებულ კომპანიას. დღემდე უზრუნველყოფს 10-ზე მეტ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს ფინანსური მენეჯმენტის განხორციელებას. მარიამ ხიზანიშვილი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.