თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გეგმის მიღება პლებისციტის შემდეგ უნდა მოხდეს

28 აპრილი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საკითხის მნიშვნელობისა და ცვლილებების მასშტაბურობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს დოკუმენტის მისაღებობის საკითხზე თბილისის მოსახლეობის აზრის დადგენას. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციას საჭიროდ მიაჩნია, დოკუმენტის მიმართ სამართლებრივი და პოლიტიკური დამოკიდებულება დადგინდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, ქალაქ თბილისში მოსახლეობის საყოველთაო გამოკითხვით - პლებისციტის ჩატარების უზრუნველყოფით. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის მიერ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესის მონიტორინგი და სამართლებრივი ანალიზი“ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

ორგანიზაციის შეფასებით, ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის უნდა მოხდეს თბილისის მიწათარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო დოკუმენტის ხელმისაწვდომობა. ამ თვალსაზრისით, დოკუმენტი გამოქვეყნდეს და მოქალაქეებს მიეცეთ გონივრული ვადა წინადადებების, შეფასებებისა და ალტერნატიული ხედვების წარმოდგენისთვის. ამასთან, ორგანიზაცია აუცილებლად მიიჩნვეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ფორსირებულად, დაჩაქრებული წესით, საზოგადოებრივი აზრისა და სპეციალისტების ჩართულობის გარეშე, არ მიიღოს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი, გასწორდეს და არსებულ საკანონმდებლო-რეგულაციის წესებთან შესაბამისობაში მოვიდეს დოკუმენტის ხარვეზული მხარეები.

როგორც წარმოდგენილ დასკვნაშია ნათქვამი, მოცემულ ეტაპზე, დოკუმენტი ჩატარებული საქმიანობიდან გამომდინარე, არ წარმოადგენს საზოგადოების ჩართულობის პროცესის შედეგს და მას აშკარად აკლია საჯარო დისკუსიის კომპონენტი. საპროექტო წინადადების თაობაზე სრული ინფორმაცია არ არსებობს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამასთან, საპროექტო წინადადების მუშაობის პროცესზე სრულყოფილი ინფორმაცია არ გვხდება ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ორგანიზაცია შენიშნავს, რომ დოკუმენტის საჯაროობის მიმართ ღირსი ინტერესი არც კონკურსში გამარჯვებულ ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მხრიდანაც გამოვლენილა. კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს (cityinstitute.ge) ფუნქციური დატვირთვა არ გააჩნია. ფუნქციურია მხოლოდ ორგანიზაციის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი. ასეთ პირობებში, კიდევ უფრო მეტად მართებულად დაისმის საკითხი, თუ რამდენად საზოგადოებრივი თანხმობის დოკუმენტია დედაქალაქის გენერალური გეგმის განახლებული პროექტი. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საპროექტო წინადადებების შესრულების გამოფენა არ ნიშნავს განახლებული დოკუმენტის საზოგადოებრივი გაცნობის უზრუნველყოფას. მიგვაჩნია, რომ თითოეულ დაინტერესებულ მოქალაქეს დასრულებული სამუშაოები შედეგი კი არ უნდა შეეფასებინა, არამედ დოკუმენტის შექმნის პროცესში, თანამონაწილეობის უფლება უნდა გამხდარიყო უზრუნველყოფილი და პროცესს თან ჰქონოდა განსხვავებული მოსაზრებების წარმოჩენის პრეტენზიაც. ამასთან, მონიტორინგის პროცესში დაუდგენელი აღმოჩნდა, არსებობს თუ არა ქ. თბილისის მერის ან/და ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტი, რომლითაც თვითმმართველობის ორგანოებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას დააკისრებდა. მათ, ნებისმიერ შემთხვევაში, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისთვის მომზადებული საპროექტო წინადადებების დეტაკლური გასაჯაროება და საზოგადოების ინფორმირება, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით აღიარებული საჯარო ინტერესის პრინციპის დაცვით აკისრიათ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, ამასთან, დოკუმენტის საჯაროობის კომპენენტის მნიშვნელოვან მიმართულებად განიხილავს არა ავტორი ორგანიზაციის მხრიდან დოკუმენტის შექმნაზე მუშაობის პროცესში პარტნიორი ორგანიზაციების თუ დამხმარე სპეციალისტების მონაწილეობით გამართულ თემატურ შეხვედრებს ან/და გამოფენების მოწყობას, არამედ პროცესში და თემატურ დისკუსიაში საჯარო უწყებების მონაწილეობის საკითხს. ამ თვალსაზრისით, მონიტორინგმა შეისწავლა დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის პროცესში ინსტიტუციური მონაწილეობის საკითხი. სამწუხაროდ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის პროცესში არ გამოიკვეთა საქართველოს მთავრობის (შესაბამისი სამინისტროების, გარდა ეკონომიკისა და კულტურის სამინისტრების), არც საქართველოს პარლამენტის (შესაბამისი კომიტეტების) და არც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა და თანამშრომლობის ფორმატი. შესაბამისად, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, დოკუმენტის საჯაროობა და ხელმისწავდომობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. 

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის 6 აპრილს მონიტორინგის პირველადი შეფასებითი ნაწილი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია. ორგანიზაციამ დოკუმენტი მიაწოდა საკითხით დაინტერესებულ საჯარო და კერძო ინსტიტუციებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიას.  



კომენტარები