„ახალგაზრდა ადვოკატები“ - მგგ-ის დოკუმენტში, სტრატეგიული ობიექტების გადატანის მიზანშეწონილობა დასაბუთებული არ არის

28 აპრილი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიაჩნია, რომ სათანადო დასაბუთება უბნდა მიეცეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტით შემოთავაზებული ისეთი ინსტიტუციური ცვლილებების მიზანშეწონილობას, რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებით სამ მოსალოდნელ ინფრასტრუქტურულ ცვლილებასთან - რკინიგზის გადატანა, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოება, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა) ათვისება მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებისთვის. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის მიერ „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესის მონიტორინგი და სამართლებრივი ანალიზი“ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ კვლევის თანახმად, თუ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ღონისძიებები ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს, უნდა დაისვას მათი შეწყვეტის საკითხი, ხოლო სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის სფეროში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საქმიანობა შეიძლება შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, საჯარო ინტერესებს, ხელყოფს სხვათა უფლებებს. აღნიშნული პირდაპირ გამომდინარეობს კანონიდან: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“. 

ორგანიზაცია საკითხის საზოგადოებრივი, სამართლებრივი, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობის ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ წინადადებების განხილვა არ უნდა მოხდეს ფორსირებულ პირობებში, რამაც შესაძლებელია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თბილისის ეკონომიკურ, ურბანულ თუ პოლიტიკურ ინტერესებს. სამწუხაროდ, საკითხის და გამოწვევების კრიტიკული ანალიზი არ გვხდება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების არც ერთ ნაწილში. პროცესები უდავოდ წარმოადგენს კანონით დაშვებულ საჯარო ინტერესის სფეროს, სადაც საზოგადოების ყველა წევრის აზრს გააჩნია პრიორიტეტული მნიშვნელობა. ამასთან, დოკუმენტი არ საუბრობს თავად სახელმწიფოს ხედვაზეც, თუ რამდენად სწორადაა დანახული რკინიგზის გადატანა, აგლაძის ქუჩაზე არსებული ვიწრო ყელის გაფართოება, ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან სარკინიგზო ფუნქციის გატანის შემდგომ დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე გამოთავისუფლებული ტერიტორიის (დაახლ. 150.0 ჰა) ათვისება მრავალფუნქციური საქალაქო ცენტრის დანიშნულებისთვის მართლზომიერ პრიორიტეტულ მიმართულებებად, როგორი ქალაქი იქნება თბილისი აღნიშნული ობიექტების შეცვლის შემდგომ და რამდენად პროპორციულია მათ ნაცვლად რეკრიაციული ღონისძიებები, ტრანვაის დაბრუნება ან სულაც ველობილიკები. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ არც წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტით და არც სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი არც ერთი შეფასებითი დოკუმენტიც არ არის დასაბუთებული ცვლილებების გავლენა და მისი თანმდევი სამართლებრივი და ეკონომიკური შედეგები კონკრეტულად იმ პირთა წრის მიმართ, რომლებიც ამჟამად საქმიანობს აგლაძის ქუჩასა და დიდუბის სადგურიდან ცენტრალურ ვაგზლამდე არსებულ სივრეში და თავისუფლად ქმნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ დოვლათს სახელმწიფოსთვის და შრომით ბაზარზე, ანვითარებს მცირე და საშუალო მეწარმეობასა და ბიზნესს, გააჩნია საკუთრების უფლება და სხვა.  დაუდგენელია მათ მიმართ ალტერნატიული წინადადებების საკითხი, შესაძლო კომპენსაციის და საკუთრების უფლების დათმობასთან დაკავშირებით არსებული სამართლიანი ფასის პრინციპი. 

ორგანიზაცია მონიტორინგის ფარგლებში მიდის დასკვნამდე, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის აღსრულება არ ითვალსიწინებს შესაბამისი ფინანსური დანახარჯის მონაცემს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროცესის ფინანსური უზრუნველყოფის ნაწილზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტს, ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის თვითმმართველობის 2017 წლის ბიუჯეტი კი, მსგავსი მასშტაბური პროექტების დაფინასნებას არ ითვალისწინებს და თუკი მისი ფინანსური დაზუსტება მოხდება, მნიშვნელოვანია რომელი პრიორიტეტული სფეროსა და მიმართულების ხარჯზე შემცირდება ბიუჯეტი ან/და რა ალტერნატიული დაფინანსების წყარო იქნება მიჩნეული დოკუმენტის აღსრულებისთვის.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის 6 აპრილს მონიტორინგის პირველადი შეფასებითი ნაწილი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგები ორგანიზაციის ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია. ორგანიზაციამ დოკუმენტი მიაწოდა საკითხით დაინტერესებულ საჯარო და კერძო ინსტიტუციებს, დიპლომატიურ კორპუსს და მედიას.  



კომენტარები