„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა საჯარო ლექციის ფორმატში სტუდენტებს სასამართლო ქეისები გააცნო

30 აპრილი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს” მოწვევით, სტაჟირების პროგრამაში მონაწილე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. არჩილ კაიკაციშვილმა წარადგინა ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეები, განიხილა მათი სამართლებრივი და ფაქტობრივი შეფასება, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი და მოისმინა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების შეხედულებები სადავო საკითხების სამართლებრივ დასაბუთებასთან დაკავშირებით. საჯარო ლექციის ფორმატში წარდგენილ იქნა საქმეები საკუთრების უფლებასთან, სახელშეკრულებო და შრომით უფლებებთან დაკავშირებული დავები.  



კომენტარები