„ახალგაზრდა ადვოკატები“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნებს დააკვირდა

2 მაისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 2 მაისს გამართულ არჩევნებს დაესწრო. ორგანიზაციის შეფასებით, კომისიის ახალი თავმჯდომარე კახა ბექაური დადგენილი პროცედურების დაცვით იქნა არჩეული. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2013 წლის 9 ოქტომბერს ძალაში შესული ცვლილებების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს თავად კომისია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სამი წლის ვადით. ორგანიზაციის ინტერესს წარმოადგენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მუდმივი შეფასება და მონიტორინგი. ამასთან, საკითხები, როგორ რეაგირებს კომისია მომხმარებელთა უფლებების დარღვევის საკითხებზე. ამ თვალსაზრისით, ორგანიზაციას კომისიის მიმართ აქვს სარეკომენდაციო წინადადებები და მკვეთრი დამოკიდებულება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, კომისიის თავმჯდომარის არჩევნებს იურისტი გიორგი ჯოჯუა დაესწრო. 



კომენტარები