ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სტუდენტური პროექტ: „კანონშემოქმედის“ მხარდაჭერის ფარგლებში, პროექტის მონაწილე დელეგატების მიმართ, საჯარო ტრენინგი ჩაატარა, რომელიც საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივისა და საკანონმდებლო წინადადებათა წარდგენის ტექნიკას ეხებოდა. ამასთან, დელეგატები გაეცნენ ორგანიზაციის მიერ საქართველოს პარლამენტის მიმართ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებს და მათ მნიშვნელობას.
პროექტი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის“ ინიციატივის ფარგლებში ტარდება, მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი კანონპროექტების ინიცირებას, საჯაროდ განხილვას, საკანონმდებლო მუშაობის სპეციფიკის გაცნობასა და ამ მიმართულებით, არსებული ცოდნის გაღრმავებას. პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ იმუშაონ რელიგიური თანასწორობის, სისხლის სამართლის პოლიტიკის, ნარკო–დანაშაულის, გამოხატვის თავისუფლების, პრეზიდენტის არჩევის წესის, მოწმეთა დაკითხვის წესის, სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, მოამზადონ მათზე პარლამენტის მიმართ წარსადგენილი რეკომენდაციები.
„ახალგარზდა ადვოკატები“ პროექტის პარტნიორობის ფარგლებში, შეარჩევს პროექტის 5 გამარჯვებული წევრიდან ერთ-ერთს და მოკლევადიანი პერიოდით მოიწვევს სტაჟიორად, მასთან გააფორმებს შრომით ხელშეკრულებას და საშუალებას მისცემს რეალურ საქმეზე სასამართლო წარმომადგენლობისთვის. როგორც შეხვედრაზე არჩილ კაიკაციშვილმა განაცახდა, ორგანიზაცია 5 გამარჯვებულ წევრთან გასაუბრებას გამართავს, ხოლო შერჩეულ სტაჟიორი, 2017 წლის 18 მაისის სამოქალაქო დავაზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად, სრულფასოვან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებიდან შეარჩიოს ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მიმართული იქნება კანონში არსებული უზუსტობების აღმოფხვრისკენ, შექმნას სამუშაო ჯგუფი და რეალურად მისცეს წარმოდგენილ წინადადებას საკანონმდებლო ინიციატივის სახე, რომელიც წარედგინება პარლამენტს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მუდმივად მხარს უჭერს საგანმანათლებლო, პროფესიულ ინიციატივებში თანამონაწილეობას. ორგანიზაციისთვის აღნიშნული იქნება მეორე მასშტაბური პროექტი „Future Lawyers' Summit 2016“ შემდეგ, რომლის ოფიცილაური პარტნიორიც ხდება.