ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ პროექტ „კანონშემოქმედის“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსში: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ სათანამშრომლოდ წევრის სტატუსით მოიწვევს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა პროექტის დასკვნით ღონსიძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროექტი „კანონშემოქმედი 2017“ თამამად შეიძლება ეწოდოს წარმატებული ინიციატივა და იმედი გამოთქვა, რომ პროექტი სტარტს რეგიონებშიც აიღებს. მისივე განცხადებით, ორგანიზაცია ყურადღებით გაეცნობა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ საკანონმდებლო რეკომენდაციებს და ინტერესის შესაბამისად, აქტუალურ საკითხებზე მუშაობას გააგრძელებს. ამასთან, ორგანიზაცია პროექტის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ დელეგატებს: ილია კურდღელაშვილს, მარიამ კახიძეს, ნინი ფანჯაკიძეს, ლევან სიხარულიძესა და ნინო ლეჟავას გაესაუბრება, რომელთაგან ერთს მოკლევადიან სტაჟირებაზე მიიღებს და მიმდინარე რეალურ სასამართლო წარმომადგენლობით უფლებამოსილებაში ჩართავას.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მუდმივად მხარს უჭერს საგანმანათლებლო, პროფესიულ ინიციატივებში თანამონაწილეობას. ორგანიზაციისთვის აღნიშნული პროექტი იყო რიგით მეორე მასშტაბური პროექტი „Future Lawyers' Summit 2016“ შემდეგ, რომლის ოფიცილაური პარტნიორიც ხდება.