ტყიბულში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება სახელმწოფოსა და კომპანიის მიმართ

10 მაისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” 2017 წლის 9 მაისს, ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში დასაქმებული მუშების დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და სახელმწიფოსა და დამსაქმებელი კომპანიის მიმართ პასუხისმგებლობის თანაბარ როლზე საუბრობს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ შეფასებით, საზოგადოების განსჯის საკითხი ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში დასაქმებულთა უფლებების მდგომარეობა უკვე მერამდენედ ხდება. ყველა ტრაგიკულ შემთხვევაში იწყება სისხლის სამართლის გამოძიება, თუმცა ქმედითი ნაბიჯები მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით, არ იდგმევა. სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა შრომითი უფლებების დაცვა და სათანადო შრომითი პირობების შექმნის უზრუნველყოფა, რაც საკანონმდებლო რეგულაციების შემოღებასა და საკითხის ინსტიტუციური საფუძვლების შექმნაში მდგომარეობს. დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის პირდაპირი ვალდებულება აკისრია დამსაქმებელ კომპანია „საქნახშირს“, რომელმაც უნდა შექმნას შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში, უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელოვანი წინაპირობები. შესაბამისად, კომპანიის განცხადება ითანამშრომლოს გამოძიებასთან ან/და გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ გასცეს კონპენსაცია, არ არის სწორი სოციალური პასუხისმგებლობა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დააჩქაროს შექმნილი შრომის ინსპექციის რეფორმირება და ინსპექტორი აღიჭურვოს რეალური, ქმედითი უფლებამოსილებით. კერძოდ, მას ჰქონდეს გაუფრთიხლებლად დამსაქმებელის შემოწმების უფლება, მისი რეკომენდაციები უნდ აგახდეს სავალდებულოდ შეასასრულებელი და აღიჭურვოს სანქციის გამოყენების უფლებით.

ორგანიზაცია მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილთა გამო და თანაუგრძნობს მათ ოჯახებს. 



კომენტარები