„ახალგაზრდა ადვოკატები“ კონსტიტუციის ახალ პროექტზე შენიშვნებს ვენეციის კომისიას მიაწვდის

10 მაისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით, დოკუმენტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიმართ გამოთქმული ყველა ალტერნატიული აზრი, შესწავლას და შეფასებას მოითხოვს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, კონსტიტუციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, წარმოდგენილი რედაქციის მიმართ, ყველა მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფმა უკვე წარმოადგინა საკუთარი ხედვა ახალი კონსტიტუციის იმ რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პრეზიდენტის, პარლამენტის უფლებამოსილებებს. ორგანიზაციის შენიშვნები, რეკომენდაციები და კონსტიტუციაში დადებითი ფორმით წარმოდგენილი საკითხების მიმართ, საზოგადოებისთვის მოკლე ხანში გახდება ცნობილი. ორგანიზაცია საკუთარ შეფასებებს, აგრეთვე გააცნობს და გადაუგზვანის ვენეციის კომისიას, რომლის დასკვნის მიმართაც საზოგადოებაში მაღალი მოლოდინი არსებობს. 



კომენტარები