„ახალგაზრდა ადვოკატები“ - მარეგულირებელი კომისია საქართველოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ორგანოა

16 ივნისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისაში შრომითი ანაზღაურების საკითხთანდ აკავშირებით მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მარეგულირებელი კომისია, საქართველოში კვლავ ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ორგანოა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, 2017 წლის მდგომარეობით, კომუნიკაციების ეროვნული კომისაში, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა შრომითი ანაზღაურების ოდენობა. ორგანიზაციამ ინფორმაცია დაამუშავა 2017 წლის აპრილის თვის მდგომარეობით, რომლის მიხედვითაც, კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიურ ხელფასს შეადგენს 16,640 ლარი, ხოლო კომისიის წევრების ყოველთვიური ანაზრაურებაა - 15,810 ლარი. 2014 წლის მდგომარეობით, კომისიის თავმჯდომარის ყოველთვიურ ანაზღაურებას წარმოადგენდა 13,312.00 ლარი, ხოლო კომისიის წევრების მიერ ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება გახლდათ 12.648.00 ლარი. ამასთან, ორგანიზაციამ შეისწავლა კომისიის თავმჯდომარისა და წევრების მიმართ დარიცხული პრემიები 2014-2017 წლებში, რომელიც ასე გამოიყურება:

გვარი, სახელი

დარიცხული (საშემოსავლო 20%) პრემია ლარებში

 

 

2014

2015

2016

2017

აბაშიძე ვახტანგ

51,591

54,495

46,592

23,296

ბექაური კახი

65,220

52,964

44,268

22,134

ქათამაძე მერაბ

 

18,969

44,268

22,134

ფრუიძე გიორგი

 

31,620

44,268

22,134

ასანიძე ელისო

 

31,620

44,268

22,759

 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მარეგულირებელი კომისიამ დასაქმებული რვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების მიერ მიღებული ხელფასების, პრემიებისა და დანამატების შესახებ, მათი თანხმობის არარსებობის გამო, არ გასცა. ამასთან, დამუშავებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ელექტრონული კომუნიაკციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული/ლიცენზირებული ორგანიზაციების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურმა შეადგინა 2,813,851.62 ლარი, ხოლო ამავე პერიოდის მიხედვით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ბიუჯეტმა შეადგინა 9,410,000 ლარი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ მართალია, მარეგულირებელი კომისია, არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან მთავრობის რომელიმე სარეზერვო ფონდიდან, მაგრამ კოლოსარული თანხების მიღებას უზრუნველყოფს კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში რეგულირების საფასურის გადამხდელი პირებისგან. შესაბამისად, დაისმის საკითხი კომისიის საქმიანობის ეფექტურობასა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასთან. ოთხი ძირითადი მიზანი და ამოცანა, რომელიც კომისიას გააჩნია: ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა, თანასწორუფლებიანი და სამართლიანი კონკურენტული გარემოს შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების მოზიდვა და ამ მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა და მომხმარებელთა კანონიერი ინტერესების დაცვა, კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში არსებული ვითარებისა და გამოწვევების ფონზე, კვლავ არ არის უზრუნველყოფილი. ამასთან, კომისიის გავლენა და მონიტორინგი ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და კონკურენტული ბაზრის შექმნის საჭიროებაზე, კვლავ სიმბოლურია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კვლავ აყენებს საკითხს - მართალია, კანონით კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისია საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა და ვალდებულია პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ, მაგრამ საზოგადოებრივი მსჯელობისა და შესაძლებელია, ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შემოღების საფუძველი გახდეს, კომისიის მეტი ანგარიშვალდებულების საკითხი, ვინაიდან მისი შემოსავლის წყარო ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული პირების და ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურია, რომელიც მოქალაქეების - მომხმარებელთა უფლებების ინტერესებთან და მათ მიერ გადახდილი თანხის შესაბამისი გარემოს შექმნას უნდა ემსახურებოდეს. ამასთან, პარლამენტმა ობეიქტურად უნდა იმსჯელოს კომისიაში შრომითი ანაზღაურებების ზედა ზღვარის დაწესებასთან, ვინაიდან არ შეიძლება ღარიბ ქვეყანაში საჯარო ინტერესების გამოხატველი უწყება, თუნდაც მისი ფორმალური დამოუკიდებლობის პირობებში, პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების ან/და მოსამართლეების მიმართ გაცემული ყოველთვიურ შრომითბ ანაზღაურებაზე მეტს იღებდნეს და საქმიანობის სფეროს არსებითი გარდაქმნა არ ხდებოდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობოს პრობლემურ საკითხებზე სარეკომენდაციო წინადადებებს საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს გადაუგზვანის. 



კომენტარები