2017 წლის 15 ივნისს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასტუმრო „ციტადინში“, ემიგრანტებისთვის მიწის შეღავათიანი პირობებით მიყიდვის თაობაზე, საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრო.
საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული წინადადება ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოდან ემიგრაციაში მყოფი 1 700 000 მოქალაქისთვის მიწის შეღავათიან ფასად მიყიდვას და მათი 10 წლის ვადით ყველა გადასახადისგან გათავისუფლებას. ავტორთა აზრით, ეს იქნება სწორი ნაბიჯი და გზავნილი ემიგრანტების მიმართ, რომ სახელმწიფო ფიქრობს მათზე და სხვადსხვა პროექტის ამოქმედებით ამზადებს ნიადაგს მათი სამშობლოში დაბრუნებისთვის. შეხვედრას ესრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მედია. შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობა მიიღეს ქართველმა ემიგრანტებმა, რომლებმაც წარმოდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებით გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები. საინიციატივო ჯგუფი უახლოეს მომავალში გეგმავს პროექტი განსახილველად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მხრიდან შეხვედრას ორგანიზაციის სადამფუძნებლო საბჭოს წევრი, მარიკა არევაძე, და ორგანიზაციის პროექტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მენჯერი, არჩილ ნადირაძე დაესწრნენ.