"ახალგაზრდა ადვოკატები" პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან შეურაცხყოფის გამო საჯარო ბიდიშის მოხდას მოითხოვს

27 ივნისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვს და თბილისის სააპელაციო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

2017 წლის 27 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (გიორგი ტყავაძე, თავმჯდომარე, მარიამ ცისკაძე, ნათია ქუთათელაძე) ლისის ტბის წართმევის საქმეზე მიმდინარე სხდომა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ფიქრია ზირაქიშვილის მხრიდან „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის მიმართ საჯარო შეურაცხყოფის ფაქტის გამო შეწყვიტა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ფიქრია ზირაქიშვილმა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილს მოსამართლეებთან საუბარი შეაჩერებინა და ყველას თანდასწრებით, საჯაროდ „უზრდელი“ უწოდა. შექმნილ ვითარებაში, პალატის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს კორექტურლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავი შეეკავებინა შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიდან და მხარის წარმომადგენელს საშუალება მისცემოდა საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბებისათვის. თავის მხრივ, არჩილ კაიკაციშვილმა გამაოგნებელი უწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ქცევას და შეახსენა, რომ საერთო სასამართლოებში წარმოადგენდა სახელმწიფო ინსტიტუციას და ვალდებული იყო დაეცვა საჯარო სამსახურის ეთიკა და სამსახურეობრივი ინტრუქცია. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს ინსტანციის მიმართ პატივისცემის გამო, პროტესტის ნიშნად, არ დატოვებდა სასამართლო სხდომას და მიმართა საქმის განმხილველ პალატას მიეღო ზომები, მხარეს ადგილზე მოეხადა ბოდიში ან სასამართლოს გამოეყენებია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება მხარის სანქცირებასთან დაკავშირებით. სასამართლო დარბაზში შექმნილი ვითარების გამო, სასამართლომ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სხდომა შეწყვიტა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, რამაზ ახვლედიანის ადვოკატის მიმართ, მხარის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ფიქრია ზირაქიშვილმა შეურაცმხყოფელი გამონათქვამის გამო, ბოდიში არც სხდომის დასრულების შემდეგ მოიხადა. არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ფაქტს შესაბამისი რეაგირება და მსვლელობა მიეცემოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ ჩადენილ ქმედებას, რომელიც შეურხყოფს არამხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეებს, არამედ სასამართლოს. შესაბამისად, ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების მხრიდან ეთიკის ნორმების უხეშ დარღევვასა და თანამდებობრივი უფლებამოისლების გადაჭარბებას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაჩაქრებული წესით ფაქტზე უნდა მოახდინს რეაგირება და შესაბამისი ადმინისტრაციული ზომები მიიღოს წარმომადგენლის - ფიქრია ზირაქიშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დასმისთვის. ორგანიზაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელის, აგრეთვე სასამართლოს მიმართ საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვს.

ამასთან, ორგანიზაციამ უკვე გამოითხოვა აღნიშნული სასამართლო სხდომის ოქმი, რომელიც ინციდენტის პროცესში იწერებოდა. ამასთან, სასამართლო სხოდმას ესწრებოდნენ მედიისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები. 



კომენტარები