„ახალგაზრდა ადვოკატების“ კითხვებს მგგ-ის განხორციელების საკითხებზე, თბილსიის მერმა, დავით ნარმანიამ უპასუხა

21 ივლისი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვის პროცესში დასმულ კითხვებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ნარმანიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ მგგ-ის შესყიდვების პროცესზე არსებულ კითხვებზე, მუნციპალიტეტის მერია პასუხისმგებლობას არ იხსნის, სხვა საკითხები კი საპროექტო წინადადების მომზადებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის - „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიმართ უნდა დაისვას.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მონაწილეობა მიიღეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების საჯარო განხილვის პროცესში, რომელიც 2017 წლის 21 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. როგორც შეხვედრაზე ორგანიზაციის მთავარმა იურისტმა განაცხადა, ჯერ კიდევ საჯარო ინტერესის საგანს წარმოდგენს საპროექტო წინადადების შესყიდვისთვის გამოცხადებული ტენდერი, კერძო მესაკუთრეთა უფლებები და მომზადებული დოკუმენტის ხარსიხი.

„ორგანიზაცია მიესალმება საჯარო  სივრცეში გენერალური გეგმის განხილვას. ჩვენ შევისწავლეთ და ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების თაობაზე სამართლებრივი კვლევა. დღეს აღინიშნა, რომ ჩატარდა ტენდერი, რაც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს. ეს არ იყო ტენდერი. მართალია, ჯერ ჩატარდა 30 000-ლარიანი ტენდერი, თუმცა შემდგომ გამოცხადდა 2 800 000 ლარიანი კონკურსი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა დაწესებული რაიმე წინაპირობა ან მოთხოვნა, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიების არ დაევალათ წარმოედგინათ სამუშაო გამოცდილება. კონკურსის გამოცხადების საფუძველი გახდა თბილისის მერიის მიმართვა მთავრობის მიმართ, შესყიდვების კანონის 101 3 პუნქტი „დ“ ქვეპუნქტით, რაც თავის მხრივ გულისხმობს მოკლე ვადებში პროექტის განხორციელების აუცილებლობას. მოცემულ შემთხვევაში, აუცილებლობა სახეზე არ იყო ვინაიდან პროექტი თითქმის ორი წელია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია და ბევრ კითხვას ბადებს შესყიდვების კანონში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილების გამოქვეყნებისა და ამოქმედების საკითხი, რაც გონივრულ ეჭვს აჩენს, რომ აღნიშნული პირდაპირ კავშირში იყო ჩატარებულ კონკურსთან. ცვლილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებ-გვერდზე განთავსდა აგვისტოში, თუმცა ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 1 ნოემბერი, ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღის შემდგომი პერიოდი. აგრეთვე, აღსანიშნავია დოკუმენტის რეალობაში განხორციელების საკითხი. არ არის განსაზღვრული გენერალური გეგმის ბიუჯეტი. არც ის არის განსაზღვრული, გენერალური გეგმის იმპლეტენცია მერიის საბიუჯეტო სახსრებით უნდა მოხდეს თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან. ასევე, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ არსებობს ტერიტორიები, სადაც კერძო მესაკუთრეების მიმართ ექსპროპრეაციის კანონის გამოყენება დაუშვებელია, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფოს ძალის გამოყენების უფლება არ ექნება. დასადგენია საკითხი, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ასეთ შემთხვევაში, კერძო მესაკუთრესა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, ასევე საინტერესოა რაიმე ცვლილება ან ინიციატივა ხომ არ იგეგმება ამ მიმართულებით. ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც პასუხი დღემდე არ არის და საინტერესო იქნება, როგორც ქალაქის ხელმძღვანელობის, ასევე გენგეგმის სამუშაო ჯგუფის პოზიციები“ - განაცხადა ორგანიზაციის მთ. იურისტმა. 

შეხვედრის დასარსულს, ქ. თბილსის მერმა ორგანიზაციის მთავარ იურისტთან გასაუბრების შემდგომ, სურვილი გამოთქვა დასმულ კითხვებზე სამუშაო შეხვედრის გამართვასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ 2017 წლის მარტიდან აქტიურადაა ჩართული თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებისა და მიღების პროცესში. ორგანიზაციამ 28 აპრილს, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადებათა დოკუმენტის სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნდა, შეიმუშავა რეკომენდაციები და წინადადებები.



კომენტარები