„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასამართლო სისტემაში კომერციული დავების სპეციალიზაციის შექმნას ეხმაურება

4 აგვისტო, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” საერთო სასამართლოების სისტემაში, კომერციული დავების სპეციალიზაციის შექმნის გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ სასამართლო რეფორმის ინსტიტუციური რეფორმის პროცესში, სასამართლო ხელისუფლებამ ბიზნესის ინტერესების დაცვისთვის, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საერთო სასამართლოების სისტემაში საქმეთა ნაკადის ზრდის გამო, საქმეთა განხილვების გაჭიანურების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება დადებითად უნდა აისახოს სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებაზე. ამასთან, ორგანიზაცია ინტერესს გამოთქვმს, ყურადღებით დააკვირდეს კომერციულ დავებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და პრაქტიკას, რომელიც გარკვეულ ტენდენციებს და სტანდარტს შექმნის ბიზნეს-დავების თავისებურებებიდან გამომდინარე. ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს იმ გარემოებას, რომ მნიშვნელოვანია სასამართლოს გადაწყვეტილებები დასაბუთდეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების სტანდარტეზე დაყრდნობით. ამასთან, მისასალმებელია ცვლილების ავტორთა პოზიცია, რომ ამ მიმართულებით, შერჩეული მოსამართლეები გადამზადდებიან.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიდგომას, საზოგადოებამ მიიღოს სწრაფი, მიუკერძოებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულება, მხარს უჭერს და ამ პროცესში, კომერციულ დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზზე იმუშავებს, ვინაიდან სასამართლომ არ დაუშვას ისეთი პრაქტიკის დანერგვა, რომელიც არ გამომდინარეობს კანონის არსიდან გამოდმინარე.

ცნობისთვის: 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2006 წლის 3 ოქტომბრის №1/92-2006 გადაწყვეტილებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია, რომელიც 4 მოსამართლისგან დაკომპლექტდა: თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია.

 



კომენტარები