„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმში მონაწილეობს

9 სექტემბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების რიგით მე-8 ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თბილისში 9-10 სექტემბრის შუალედში იმართება. ფორუმის მიზანს წარმოადგენს სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორს ეფექტური კომუნიკაცია, მონაწილე ორგანიზაციების საქმიანობის ცნობადობის ამაღლება, მონაწილე ორგანიზაციებს შორის საქმიანობის კოორდინაციის და თანამშრომლობის გაღრმავება, ახალგაზრდულ სფეროში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროგრამებისა და ფონდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ახალგაზრდული არასამთავრობო სექტორის ჩართვა არაფორმალური განათლების კომპეტენციების ჩარჩო-დოკუმენტის ფორმირებისა და ინპლემენტაციის პროცესში.

საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმი მოიცავს პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებსა და ორგანიზაციების საქმიანობის გამოფენას, სადაც დასწრებისა და საქმიანობის გაცნობის საშუალება გააჩნდათ ფორმით თემატიკით დაინტერესებულ ყველა ფიზიკურ და ორგანიზაციულ ჯგუფს. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი დისკუსია ეხებოდა ახალგაზრდული საქმიანობის კონტექსტს, მიღწევებს, გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს საქართველოში. საკითხებზე, სხვა პანელისტებთან ერთად, ისაუბრეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“, 2014 წლის შემდგომ, უკვე მეორედ მონაწილეობს საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმში. ორგანიაცია მუდმივად მიმართულია გაეცნოს შესაძლებლობებს, რომელიც ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით, წარმოადგენს სახელმწიფო და რომელზედაც აქტუალური მსჯელობა მიმდინარეობს კოლეგა ორგანიზაციების მხრიდან. 2017 წლის საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმის ორგანიზატორი გახლდათ „მშვიდობისა და განვითარების აკადემია“. ფორუმზე რეგისტრირებული 189 ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალგაზრდულ ფორუმზე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა წარმოადგინა. 



კომენტარები