ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები”, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოწვევით, საქართველოში ვიტიზით მყოფ ჰააგის სასამართლოს გამწესრიგებელ ჰერმან ვან ჰებელთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების შეხვედრას დაესწრო. ჰააგის სასამართლოს წარმომადგენელთა შეხვედრები საქართველოში 2018 წლის იანვრიდან თბილისში, ჰააგის სასამართლოს ოფისის გახნის საკითხს და ომის დანაშაულებებზე საზოგადოების ფართო ჯგუფებთან თანამშრომლობისა და ინსტიტუციური დიალოგის უზრუნველყოფას ეხება. დელეგაცია სამთავრობო წრეებთან ერთად, შეხვედრებს გამართავს 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულ მოსახლეობასთან, დიპლომატიურ კორპუსთან, პროფესიულ ჯგუფებთან, სტუდენტებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან.
„პროკურატურის მუშაობა ამ ოფისის გახსნაზე არაა დამოკიდებული, მაგრამ ქვეყანაში ოფისის არსებობა უფრო გააძლიერებს მთავრობასთან, დაზარალებულებთან, ჟურნალისტებთან კომუნიკაციას. თავიდან ოფისს 2 წარმომადგენელი ეყოლება, შემდგომ მათი რიცხვი შეიძლება 20-მდე გაიზარდოს. ისინი სასამართლოს მოწმეებთან კომინიკაციაში და დაკითხვის ორგანიზებაში დაეხმარებიან და მუდმივად იქნებიან საქართველოში“ -განაცხადა კანცელარიის უფროსმა ჰერმან ვან ჰებელმა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი შეხვედრაზე დაინტერესდა, რა მონაწილეობის მიღება შეეძლებათ პროცესში სამოქალაქო სამართლის სპეციალისტებს, რაზედაც ჰერმან ვან ჰებელმა განაცახდა, რომ ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია დაზარალებულთა სამოქალაქო უფლებებისა და მათი ქონებრივი ინტერესების დაცვის საკითხებზე მუშაობა. დელეგაციის მხრიდან ადვოკატთა კორპუსთან განხილულ იქნა კონკრეტული თანამშრომლობის ფორმები, რომელიც შეეხება ადვოკატთა სპეციალური სიის ფორმირებას ომის დანაშაულებების გამოძიების პროცესში, დაზარალებულთა უფლებების დაცვის საკითხებზე. დელეგაციის წევრებმა უპასუხეს ქართველი ადვოკატების შეკითხევბს.
ცნობისთვის: ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი საქმეზე გამოძიების დასაწყებად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა. სასამართლოს შეფასებით, 2008 წელს სახეზე იყო საერთაშორისო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, გადაწყვეტილებაში არაერთგზისაა ნათქვამი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია. გამოძიებაზე ნებართვა გაიცა რამდენიმეთვიან პერიოდზე, 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე მომხდარ ფაქტებზე, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს, გამოძიებას დაუქვემდებაროს აგვისტოს ომის წინაპირობები. ჰააგის პროკურორს გამოძიების ნებართვა მიღებული აქვს ყველა ტიპის დანაშაულზე, რომის სტატუტიდან გამომდინარე, რაც შესაძლებელს ხდის ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობების საქმის გამოძიებას. გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა ეთნიკურ წმენდას, ნათქვამია, რომ ის მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ცვლილებას.
შეხვედრას საქართველოში ვიტიზით მყოფ ჰააგის სასამართლოს დელეგაციასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი და მთავარი იურისტი დაესწრნენ.