„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო დოკუმენტს აქვეყნებს

16 ნოემბერი, 2017

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის არსებულ ვერსიას აქვეყნებს. დოკუმენტის დამასრულებელი ვერსია უკვე წარდგენილია თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს მიმართ, თუმცა დოკუმენტი ფართო საზოგადოებისთვის, კვლავ ხელმიუწვდომელია.

ორგანიზაცია, საკითხით დაინტერესებულ ყველა პირს - მედიას, ექსპერტებსა და სპეციალისტებს და არამხოლოდ მათ, ყველა მოქალაქეს, სთავაზობს წარმოდგენილი დოკუმენტის ელექტრონულ ვერსიას, რომლის გაცნობაც, გადმოწერაც და გამოყენებაც, შესაძლებელია მითითებულ ქვემოთ მოცემულ ელექტრონულ გვერდებზე:

https://wetransfer.com/downloads/07e67b6cbba50d1df718ad30602c38e520171116095921/b0b682

 

https://wetransfer.com/downloads/f6c53970b4a24650be5d95270b43a62f20171116094850/496627 

 

https://wetransfer.com/downloads/7a5ea18f3cc3e5d69999c353db556bb120171116100705/ac91e0

 

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის აპრილში მონიტორინგის წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა რეკომენდაციათა პაკეტიც, რომელითაც მოთხოვნილი იქნა, რომ მგგ-ის ახალი დოკუმენტი მაღალი ლეგიტიმაციის პირობებში, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულმა ქალაქ თბილისის მუნციპალიტეტის თვითმმართველობამ უნდა მიიღოს. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2017 წლის 8 ნოემბერს სპეციალური განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ თბილისის საკრებულომ უარი უნდა თქვას მგგ-ის დამტკიცებაზე და დოკუმენტი საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, უნდა შეიცვალოს. იმ შემთხვევაში, თუკი თბილისის მგგ-ის საპროექტო წინადადების არსებულ პროექტს თბილისის მომავალი საკრებულო დაამტკიცებას, ორგანიზაცია საკრებულოს დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოს მიმართავს. 



კომენტარები