ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017 წლის 9 დეკემბრის არჩევნებს აკვირდება, რომელმაც ახალი თავმჯდომარე, აღმასრულებელი საბჭო, სარევიზიო საბჭო, ეთიკის კომისია და ეთიკის კომისიის არა ადვოკატი წევრები უნდა აირჩიოს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველობითი ორგანოების არჩევნებში ამომრჩეველი ადვოკატების რეგისტრაცია დადგენილი წესის მიხედვით განხორციელდება. 10:00-13:00 საათის შუალედში მოხდება ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების მონაწილე წევრების რეგისტრაცია. საერთო კრების გახსნის შემდეგ არჩეულ იქნება ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა. 13:30 – 15:00 საათის შუალედში, ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები საარჩევნო პროგრამით მიმართავენ საერთო კრების მონაწილეებს. უშუალოდ, ხმის მიცემა დაიწყება 15:00 საათზე და გაგრძელდება 18:00 საათის მდგომარეობით, რის შემდგომაც, მოხდება ხმის დათვლა, არჩევნების შედეგების გამოცხადება და საერთო კრების დახურვა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯომარეობის პოზიციაზე რეგისტრირებულია 11 კანდიდატი, აღმასრულებელი საბჭოს წევრად - 40, ეთიკის კომისიის წევრად - 40, ეთიკის კომისიის არა ადვოკატ წევრად - 10, ხოლო სარევიზიო კომისიის წევრად - 15 კანდიდატი. იბეჭდება ხუთი სხვადასხვა ფერის ბიულეტენი: თავმჯდომარის, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიის ადვოკატი-წევრების, ეთიკის კომისიის არა-ადვოკატი წევრების და სარევიზიო კომისიის კანდიდატებისთვის. საარჩევნო ბიულეტენის მიღების შემდეგ დელეგატი შემოხაზავს მისთვის სასურველი კანდიდატის (კანდიდატების) რიგით ნომერს. ასოციაციის თავმჯდომარის ბიულეტენში სასურველ 1 (ერთ) კანდიდატის რიგით ნომერს, აღმასრულებელ საბჭოს ბიულეტენში სასურველი 11 (თერთმეტი) კანდიდატის რიგით ნომერს, ეთიკის კომისიის ადვოკატი წევრის ბიულეტენში სასურველი 12 (თორმეტი) კანდიდატის რიგით ნომერს, ეთიკის კომისიის არა ადვოკატი წევრის სასურველი 3 (სამი) კანდიდატის რიგით ნომერს და სარევიზიო კომისიის ადვოკატი წევრის ბიულეტენში სასურველი 5 (ხუთი) კანდიდატის რიგით ნომერს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველობითი ორგანოების არჩევნებს რეგისტრირებული 22 ორგანიზაცია აკვირდება. „ახალგაზრდა ადვოკატები“ დამკვირებელ ორგანიზაციად 2017 წლის 4 დეკემბერს დარეგისტრირდა.