ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მორიგებით დასრულებული სააქმეების პროცენტული ოდენობა 40%-ზე მეტს შეადგენს, ხოლო 2017 წლის მანძილზე, 21 პრო-ბონო ანუ ანაზღაურების გარეშე საქმე აწარმოა. ამის შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარმა იურისტმა განაცხადა.
„უკვე ორია წელია მაქვს პატივი, ვიყო „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდის წევრი და მინდა გითხრათ, რომ ორგანიზაცია და სამართლის ჯგუფი ყოველდღიურად გრძნობს თქვენს მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან გვახარებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს კლიენტს. განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო გამოცხადებული ნდობისთვის საზღვარგარეთ მყოფ კლიენტებს, ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ მათი წარმომადგენლები და დავიცვათ მათი კანონიერი უფლებები“ - განაცხადა ორგანიზაციის მთავარმა იურისტმა.
მისი შეფასებით, ორგანიზაციის გუნდისთვის უპირველესია კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა. ამას მოწმობს წარმოებული საქმეების შედეგები. ორგანიზაციაში მორიგებით დასრულებული სააქმეების პროცენტული ოდენობა 40%-ზე მეტს შეადგენს. დღევანდელ რეალობაში, როდესაც საქმეები დროში ჭიანურდება, კლიენტისთვის მნიშვნელოვანია დავა დასრულდეს მოკლე ვადებში, ჩვენი სოციალური და კორპორატიული პასუხისმგებლობა კი, საშუალებას გვაძლევს გვქონდეს ასეთი შედეგები. ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს სამართლებრივი დახმარების გარეშე არ დატოვოს არცერთი მოქალაქე, 2017 წელს ორგანიზაციამ 21 პრო-ბონო ანუ ანაზღაურების გარეშე საქმე აწარმოა. „ამისთვის მე მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაციის გუნდს ასეთი ენთუზიაზმით აღსავსე შრომისთვის. ჩვენ გვესმის, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ, ამიტომაც ჩვენი მთავარი ღირებულება მათი დახმარებაა“ - განაცხადა მთავარმა იურისტმა და აღნიშნა, რომ ამ წელს ორგანიზაციამ 100-ზე მეტი მოქალაქის იურიდიული საჭიროებებით უზრუნველყოფა შეძლო.
2017 წელს ორგანიზაციის გუნდი აქტიურად მუშაობდა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ახალი საკანონმდებლო რეგულაციები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებული ნორმების მოქმედება, ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების გავლენა ქართულ სამართალწარმოებაში, საინტერესო ფაქტები და მოვლენები იურისპროდენციაში. ჩვენ 2018 წელსაც ვაპირებთ აღნიშნული აქტივობების გაგრძელებას - დასძინა ორგანიზაციის მთავარმა იურისტმა.