„ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მთელი მისი საქმიანობა მიუძღვნა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის და ინსტიტუციური განვითარების საკითხებს. სამართლიანობის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის საკითხებს. ამის შესახებ ორგანიზაციის 2017 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა განაცხადა.
მიმდინარე წელიც ორგანიზაციისთვის შემოქმედებითად აქტიური და ნაყოფიერი აღმოჩნდა. აღნიშნულზე მეტყველებს წლის მანძილზე ჩატარებული ღონისძიებები, შეხვედრები, მომზადებული კვლევები, მონიტორინგები, სარეკომენდაციო წინადადებები, განხორციელებული პროექტები, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, სამოქალაქო ჩართულობა, მოქალაქეთა იურიდიული დახმარება თუ სხვა.
- 33 პრესკონფერენცია პოლიტიკის, სამართლისა და საზოგადოებრივად აქტუალურ თემებზე;
- 150-ზე მეტი საჯარო პოზიცია-განცხადება, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან ურთიერთობის პროცესში;
- 20-ზე მეტ სადისკუსიო შეხვედრაში მონაწილოეობა;
- 5-ზე მეტი სარეკომენდაციო ხასიათის წინადადება ხელისუფლების საქმიანობის შეფასების კუთხით;
- განხორციელებული პროექტი: სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციაზე;
- კონფერენციები და მედია-ფორუმები სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე;
- სისტემური დანაშაულების საქმეებზე მომზადებული 2 კვლევა და 1 სამოქალაქო კამპანია;
ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ორგანიზაციის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ყველა კერძო და საჯარო უწყებას თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის 562 კორესპონდენციას 200-ზე მეტმა ადრესატმა უპასუხა. ურთიერთობები გაღრმავდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათი მოთხოვნის საფუძველზე, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მუდმივად ამზადებს პერიოდულ ანგარიშებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე. 2017 წელს მაღალი იყო ორგანიზაციის გაშუქება ეროვნულ დონეზე. 2017 წლის განმავლობაში, ორგანიზაციის წარმომადგენლები 144-ჯერ იქნენ წარმოდგენილნი სხვადასხვა არზხე მომზადებულ სიუჟეტებსა თუ ღია ეთერებში, 10-ჯერ რადიოს ღია ეთერში, პრესამ 38-ჯერ დაბეჭდა ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდთან ინტერვიუ და მოახდინა ორგანიზაციის საქმიანობის გაშუქება, რაც ეხება ელექრონულ მედიას, კერძოდ ახალი ამბების სააგენტოებს, ორგანიზაციის საქმიანობაზე განთავსდა 500-ზე მეტი ინფორმაცია, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია განვლილი წლების მიხედვით.
ორგანიზაციამ 100-ზე მეტი მოქალაქის იურიდიული საჭიროებებით უზრუნველყოფა შეძლო. ორგანიზაციის სამართლის ჯგუფი, მთელი წლის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო ჩვენი თანამოქალაქეების ცხოვრება. იყო სტრატეგიული სამართალწარმოება და მოგებული უმნიშვნელოვანესი დავები, რომელსაც საზოგადოება ორგანიზაციის წლის საქმიანობის შესახებ მომზადებული ჟურნალის საშუალებით გაეცნობა „ეს წელი, ჩვენთვის საუკეთესო მაგალითი იყო სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლისთვის“ - აღნიშნა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
„ახალგაზრდა, ახალგაზრდული სახეებით დაკომპლექტებული, პროფესიული ორგანიზაციის ბიოგრაფია, იყო, არის და ძალიან მჯერა, რომ კვლავაც დაეფუძნება ჩვენი საქმიანობის სამ მთავარ ღირებულებას: ღირსებას, თავისუფლებას და თანასწორობას. ჩვენი პროფესიის მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის მსახურებაა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ აქცენტს აკეთებს ახალგაზრდა პროფესიონალებზე, ანალიტიკოსებზე, კვალიფიციურ სპეციალისტებზე. სწორედ ასეთი წევრებისგან დაკომპლექტებული გუნდის მუშაობის შედეგს წარმოადგენდა, როდესაც 2014 წელს, ორგანიზაცია ყველაზე აქტიურ უფლებადამცველ არასამთავრობოდ აღიარეს და დღეს, როდესაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ სარგებლობს ბრენდის სტატუსით. ამიტომაც, მადლობა ამ ორგანიზაციის ყველა წევრს, რომლებმაც შექმნეს ალტერნატიული პლატფორმა, განსხვავებული სადისკუსიო სივრცე და უკლებლივ ყველა ემსახურებოდა საზოგადოებას, ადამიანის უფლებას, გადაწყვეტილებებს იღებდნენ საჯარო ინტერესებით და პიროვნული პასუხისმგებლობით“ - განაცხადა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.