საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ სპეციალური სიგელი გადასცა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის „ახალგაზრდა ადვოკატებს“ ადამიანის უფლებების დაცვისა და პროფესიული ერთგულებისთვის.
აღნიშნული სიგელი ორგანიზაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა გადასცა, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობას და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წევრები ადვოკატთა კორპუსის ღირსეული ცვლაა.