მომეჩვენა, არქიტექტორი მერაბ ბოლქაძე არც სამართელბრივ და არც მორალურ პასუხისმგებლობას არ იღებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებულ საპროექტო წინადადების მომზადებაზე და არც საზოგადოების იმ ნაწილის შეკითხვებისთვისაა მზად, რომლებსაც თბილისის მგგ-ის დოკუმენტის მომზადების პროცესში, სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე და გავლენიანი პირების ინტერესებზე მივუთითებთ. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა თბილისის მგგ-ის დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორის, მერაბ ბოლქვაძის შეფასების საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც საზოგადოებრივი რადიოს პირდაპირ ეთერში, 2018 წლის 18 იანვარს, თბილისის მგგ-ის საკითხებზე მსჯელობის შემდგომ, არჩილ კაიკაციშვილს „გაბოროტებული ადამიანი“ უწოდა და ორგანიზაციას მოუწოდა დოკუმენტის შინაარსში ჩაეხედა და გარკვეულიყო.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ შეხვედრაზე საჯარო შეტყობინების გზით მოიწვია შემსრულებელი ორგანიზაცია „სითი ინსტიტუტი საქართველო“ და შესთავაზა წარმოდგენილ საკითხებზე არგუმენტები გაზიარება, თუმცა ორგანიზაციამ სადისკუსიო შეხვედრაზე მონაწილეობა არ მიიღო.
არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, ჩანს მერაბ ბოლქვაძე ინფორმირებული არ არის იმის შესახებ, რომ ორგანიზაციამ გამქოვეყნებული კვლევის ფარგლებში ითანამშრომლა „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“. კვლევაში შეუცვლელი სახით გამოქვეყნდა ორგანიზაციის პოზიცია ყველა დასმულ მწვავე საკითხზე. ამასთან, ორგანიზაციამ ორგანიზაციის მესვეურები მოიწვია 2017 წლის აპრილში გამართულ სადიკუსიო შეხვედრაზეც და მოისმინა მათი შეხედულებები საკითხებზე. თბილისის მგგ-ის დოკუმენტის საკითხებზე ორგანიზაცია არ მორიდებია არც ერთ ღია ეთერს და შემსრულებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, განუხილავთ საკითხის სამართლებრივი მხარე. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, სწორედ ამ თვალსაზრისით არის გაუგებარი, მერაბ ბოლქვაძეს რა საფუძვლებით ჰგონია, რომ ორგანიზაციის კრიტიკული საჯარო პოზიციები, თბილისის მგგ-ის თაობაზე, შეიძლება რომელიმე პირის „განაწყენების“ ან „გაბოროტების“ მიზეზებით იყოს განპირობებული. რაც შეეხება არქიტექტორის განმარტებას, რომ ორგანიზაციას შეუძლია შემსრულებელ ორგანიზაციასთან შეხვედრის გზით დაადგინოს დოკუმენტის შინაარსი ან შეხვდეს დიდუბის, მთაწმინდის ან სამგორის მოსახლეობას თუ საქმოსნებს, საქართველოს არქიტექტორთა კავშირს და გაერკვნენ რეალურ ვითარებაში, არჩილ კაიკაციშვილი განმარტავს, რომ ორგანიზაციას არ გამოიტოვებია საჯარო შეხვედრების არც ერთი სივრცე და დაინტერესებულა მიმდინარე პროცესების მწვავე ანალიზით. ორგანიზაცია მწვავე პოზიციებით წარსდგა 2017 წლის 21 ივლისის დოკუმენტის საჯარო განხილვაზე, რომელსაც ქალაქის ყოფილი მერიც ესწრებოდა და შეხვდა კიდეც საქართველოს არქიტექტორის კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძეს, რომელმაც დოკუმენტზე სამართლებრივი მსჯელობის და სავარაუდო კორუფციული შეთანხმებების მხილების გაცნობის შემდეგ, საზოგადოებისთვის განაცხადა, რომ „შეგრძნება დაეუფლა, დარბაზიდან ხელბორკილებით გამიყვანდნენ“ (სტილი დაცულია).
„ბატონ მერაბ ბოლქვაძეს ვერ წარმოუდგენია, თუკი პროფესიაში მყოფი ახალგაზრდები აქტიურ პოზიციას ვიჩენთ და არ ვეგუებით ფულის კეთების ტრადიციად ქცეულ პროცესს, თბილისის მგგ-ის სახელით. ჩვენი საზოგადოება დაიღალა დილეტანტებით და პროფესიის გამყიდველობით. მოვუწოდებ ბატონ მერაბ ბოლქვაძეს შეისწავლოს ჩემი და ჩემი კოლეგების პროფესიული ბიოგრაფია, ჩვენი ორგანიზაცია და იფიქროს ჩვენს წინაარმდეგ უფრო სერიოზულ სამხილებზე, თუკი ასეთი სამხილები ბუნებაშია, რადგანაც არასაკმარისი და არასერიოზული სწორედ ის მგონია, როდესაც პასუხი არ გაგაჩნია დოკუმენტურად წარდგენილ მხილებაზე და ამ მხილების საფუძვლებს „გაბოროტებაში“ ხედავ. შემსრულებელ ორგანიზაციასთან მზად ვარ ნებისმიერი ფორმატის დებატებისთვის და ვაფასებ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მამუკა სალუქვაძის დამოკიდებულებებს, პირადი შეურაცხყოფის გარეშე წარმართოს დიალოგი, თუნდაც განსხვავებული იყოს ეს აზრი, ეს ჩემი და ჩემი ორგანიზაციის ყველა წევრის განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. რაც შეეხება მერაბ ბოლქვაძეს, მის და მასთან ერთად, სხვა შემსრულებელი არქიტექტორების პროფესიულ სინდისზეა საჯარო ინტერესების ღალატი. მაგალითისთვის იხილეთ - მიროტაძისა და ფიზკულტურის ქუჩების მიმდებარე ტეროტორიისთვის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესრულებული გეგმარებითი დავალება და UNESCO-ს დასკვნა მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიუღებლობაზე“ - განცახდა არჩილ კაიკაციშვილმა.
ცნობისთვის: . „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის აპრილში მონიტორინგის წარმოადგინა, ხოლო ნოემბერში გამოსცა სპეციალური ანგარიში, სადაც აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. ორგანიზაციამ 2017 წელს, თბილისის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულ თვითმმართველობის ორგანოებსაც მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულომ უარი უნდა თქვას მგგ-ის დამტკიცებაზე და დოკუმენტი საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე, უნდა შეიცვალოს. ორგანიზაციის შეფასებით, დოკუმენტის არსებული სახით მიღება, თბილისის შემდგომი განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად საზიანო იქნება.