ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სტაჟიორ-იურისტის პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების, მათი პროფესიული ხედვისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე, ორგანიზაციამ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ნება გამოხატა შემდეგი პირების მიმართ:
- გურამ ლექვინაძე, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი;
- ნათია მეფარიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი;
- გვანცა ღვედაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი;
- ბექა მეგრელიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.
ორგანიზაციაში სტაჟიორ-იურისტის პოზიციაზე რეგისტრირებულ იქნა, სულ 119 რეზიუმე. ორგანიზაციამ უზრუნველყო თითოეული აპლიკანტის მონაცემის შესწავლა. კანდიდატებთან განხორციელდა გასაუბრების ეტაპიც. რაც შეეხება ახალ წევრებს, ისინი ორგანიზაციაში საქმიანობას 2018 წლის 27 თებერვლიდან დაიწყებენ და 4 თვის განმავლობაში, აქტურ მონაწილეობას მიიღებენ ორგანიზაციის მუშაობაში.