წარდგენილი კანონპროექტით სტუდენტები საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან

28 მარტი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა” საქართველოს პარლამენტს ახალი საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის თანახმადაც, სტუდენტები, საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდნენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადების თანახმად, საქართველოს საგადასახო კოდექსში უნდა განხორციელდეს ცვლილება, რის მიხედვითაც საშემოსავლო გადასახადისაგან უნდა გათავისუფლდეს აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი. შემოთავაზებული ცვლილება დღეის მდგომარეობით არსებული ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რაც თავის მხრივ დასაქმებული სტუდენტებისთვის შექმნის შეღავათაინ ფინანსურ გარემოს, ხოლო დაუსაქმებელი სტუდენტებისთვის გახდება დამატებითი მოტივაცია. სტატისკური მონაცემების თანახმად სტუდენტთა უმრავლესობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად დასაქმებულია, ძირითადად კერძო სექტორში, სხვადასხვა პოზიციებზე, სწორედ სწავლის საფასურის გადასახდელად საჭირო თანხის უზრუნველყოფისთვის. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს განათლების სამინისტროს 2017 წლის მდგომარეობით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ 2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით სტატუს შეჩერებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობა 38 104 შეადგენს, აქედან სტუდენტის სტატუსი ფინანსური პრობლემის გამო შეჩერებული აქვს, 50%-ზე მეტს, 22 819 პირს, რაც ორგანიზაციის შეფასებით საგანგაშო მაჩვენებელია და საჭროებს სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების დროულ და ეფექტურ რეაგირებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ორგანიზაციამ საკანონმდებლო წინადადების შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კანონპროექტის სამიზნე ჯგუფს და მათ სოციალურ მდგომარეობას. განსაკუთრებით საგანგაშოა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2017 წლის მდგომარეობით 38 000-ზე მეტი სტატუს შეჩერებული სტუდენტი ყავს, რომელთა 50%-ზე მეტს სტატუსი შეჩერებული აქვთ ფინანსური დავალიანების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თოთოეულ მოქალაქეზე, მათ შორის სტუდენტებზე, რომლებსაც განათლების მისაღებად უნდა უქმნიდეს ხელმწისაწვდომ გარემოს, რაც თავისმრივ გულისხმობს დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია არსებითი ფინანსური შეღავათების გავრცელება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში საკმაოდ მცირე ანაზღაურებაა, დაქვითული 20% საკმაოდ მაღალია, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუკი სტუდენტის შემოსავალი თვეში 300 ლარია წლიური დაქვითვა შეადგენს 720 ლარს, რაც სწავლის გადასახადის ¼-ზე მეტიცაა. ორგანიზაციის შეფასებით, იმ შემთხვევაში როდესაც ფინანსთა სამინსიტროს ინიციატივით ბიზნეს სუბიექტებს ნახევარ მილიონზე უწესდებად სპეციალური რეჟიმი და თითქმის თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს წარმოდგენილი კანონპროექტით განსაზღვრული ცლილების ამოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილ წინადადებაში გაზიარებულია საერთაშორისო პრაქტიკა და დადგენილია იმ რისკების აღკვეთის საშუალებები, რაც შეიძლება გამოწვეულ იქნეს საშემოსავლო გადასახადის სპეციალური რეჟიმის გარცელებით, საქართველოს პარლამენტს არანაირი საფუძველი არ გააჩნია უარი თქვას წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიღებაზე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების თანახმად ცვლილება უნდა განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლს, რომელშიც დაზუსტებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულ ფიზიკურ პირთა სახეები,  მეორე ნაწილს უნდა დაემატოს დ) - ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „დ) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, არაუმეტეს 25 წლისა, რომლის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 6000 ლარს“. ორგანიზაციის განცხადებით, თუ საქართველოს პარლამენტი გაიზიარებს წარდგენილ ინიციატივას, შესაბამისი ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 01 ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობის პროცესში ყუარდღება გაამახვილა საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებაზე სტუდენტთა მიმართ ფინანსური შეღავათების გავრცელების კუთხით. ორგანიზაციამ 2017 წლის აგვისტოს მდგომარეობით რეკომენდაციისა და შემდგომი შეფასებისთვის მიმართა გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგანმანათლებლო უწყებებს. მათ მიერ მოწოდებული იფორმაციის შედეგად დგინდება, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მოქმედებს სპეციალური დაბეგვრის სისტემა, რომლის მიხედვითაც შემოსავლის დაბეგვრა იწყება იმ შემთხვევაში, თუ პირის შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება  8 820 ევროს, რაც გულისხმობს იმას, რომ დასაქმებულ სტუდენტთა უდიდესი ნაწილი ხვდება აღნიშნულ კატეგორიაში. გარდა ამისა, გერმანიაში სტუდენტთა მიმართ მოქმედებს შეღავათიანი დაბეგვრის სისტემა, განათლების უფლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, სტუდენტთა შემოსავლებიდან არ იბეგრება ის თანხები, რომლებიც მიმართულია განათლების უფლების სრულყოფილი რეალიზებისკენ.  რაც ეხება დიდი ბრიტანეთის საკითხს,

ამ შემთხვევაშიც მოქმედებს შეღავათიანი ფინანსური პოლიტიკა, რაც გულისხმობს იმას, რომ სტუდენტთა შემოსავლები იბეგრება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 958 ევროზე მეტია. ამასთან, ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო უწყება იწონებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკანონმდებლო წინადადებას და გამოთქვამს მზაობას, დასახელებული მიმართულებით პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით თანამშრლობაზე.

ორგანიზაციის მხრიდან საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობა განხორციელდა ორგანიზაციის სამართლის ჯგუფის მონაწილეობით. აღნიშნული „ახალგაზრდა ადვოკატების“ მეხუთე საკანონმდებლო წინადადებაა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.



კომენტარები