სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა #37-ში მდებარე სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დაიშვება და 2018 წლის აპრილის მდგომარეობით, ქონების საბაზრო ღირებულება დადგინდება, რომლის შემდგომაც შეფასდება, თუ რამდენად სამართლიანი, ადეკვატური და ჩამორთმეულ ქონებასთან მიმართებით, შესაბამისია სახელმწიფოს მხრიდან როლანდ ბლადაძისთვის შემოთავაზებული ალტერნატიული ფართები და რამდენად შესაძლებელი გახდება სახელმწიფომ როლანდ ბლადაძის ქონებრივ უფლებებში აღდეგნა მოახერხოს სწორედაც მორიგების საფუძველზე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სადავო ქონების ამჟამინდელ მესაკუთრე გიორგი პაპუაშვილს დაავალა ექსპერტის სადავო ფართში თავიუსუფალი დაშვების უზრუნველყოფა და აღნიშნა, რომ სასამართლო ამ საკითხზე შეგნებულად არ იღებს საოქმო განჩინებას და გიორგი პაპუაშვილი ხელს არ შეუშლის საექსპერტო დასკვნის მომზადებისთვის პროცესს და იქნება, პირიქით, იქნება ხელშემწყობი მხარე. ამასთან, სასამართლომ მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლის პოზიციები, რომელიც ეხება როლანდ ბლადაძის მიმართ ალტერნატიული ფართების - ქ. ბათუმსა და ქ. თბილისში უფლებრივ მდგომარეობას. სამინისტრომ წარმოადგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2018 წლის 11 აპრილის წერილი, რომლის მიხედვითაც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ნ. ჟვანიას ქ. #10-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების თარიღად განსაზღვრულია 2018 წლის 10 აპრილი და დამკვეთმა ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით უფლებამოისლ ორგანოს უნდა მიმართოს ამ ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 6 თვისა. სწორედ აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს სახელმწიფოს მიერ როლანდ ბლადაძისთვის შეთავაზებული ალტერნატიული ფართი, შავი კარკასის მგდომარეობით. ამასთან, სასამართლომ მოისმინა გიორგი პაპუაშვილის წარმომადგენლის პოზიციები, რომლის მიხედვითაც, მოცემულ ეტაპზე, სახელმწიფოსა და როლანდ ბლადაძეს შორის დაწყებული კონსულტაციები დავის მორიგებით დასრულებაზე, მისთვის საინტერესო არ არის.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის წარმომადგენლის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, თუკი დავა მორიგების აქტის საფუძველზე შეწყდება, მნიშვნელოვანია დოკუმენტი იყოს სამხრივი. არჩილ კაიკაციშვილმა გიორგი პაპუაშვილის მხარეს შეახსენა, რომ როლანდ ბლადაძე, ასეთ შემთხვევში, უარს იტყოდა მის მიმართ სამომავლო ყოველგვარ მოთხოვნაზე, მათ შორის, ქონებრივ ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე. ამასთან, როლანდ ბლადაძე გამოიხმობდა აჭარის ა/რ პროკურატურიდან სისხლის სამართლის საქმე №287/04-ს, რაც დაკავშორებულია გიორგი პაპუაშვილის მიერ როლანდ ბლადაძის კუთვნილი ავტოფარეხის მისაკუთრების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარე გამოძიებასთან, თუკი გიორგი პაპუაშვილი ამავე მორიგების აქტის საფუძველზე განაცხადებდა თანხმობას როლნდ ბლადაძის მიმართ ჩამორთმეული საცხოვრებელი ბინის დაბრუნებისა და ალტერნატიული ფართის მიღების საკითხზე. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ რჩება შთაბეჭდილება, გიორგი პაპუაშვილი სათანადო ყურადღებას არ უთმობს როლანდ ბლადაძის წინადადებას ან გიორგი პაპუაშვილი იმყოფება ინფორმაციულ ვაკუუმში, ვინაიდან მას შესაბამისი ტონით არ მიეწოდება სასამართლოს შესაბამისი პოზიციებიც.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მხარეთა შორის მოლაპარაკებების უზრუნველყოფისთვის, ამასთან ექსპერტიზის დასკვნის უზრუნველსაყოფად გონივრული ვადები იქნა გამოყოფილი. საქმეზე სხდომა 2018 წლის 26 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება. საქმეს ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი განიხილავს.