ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონება ნახევარ მილიონ ლარად შეაფასა

26 აპრილი, 2018

2018 წლის 4 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლო სახელმწიფოსთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო, ჩამორთმეულ ქონებაზე მიმდინარე დავას დაასრულებს. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომდევნო სხდომამდე ეძელევა გონივრული ვადა როლანდ ბლადაძესთან წარმოებული მოლაპარაკებები მორიგების საფუძველზე დაარსულოს. იმ შემთხვევაში, თუკი სამინისტრო 4 მაისის სხდომაზე დავა მორიგებით არ დასრულდება, სასამართლო არსებითად განიხილავს საქმეს და გადაწყვეტილებას მიიღებს.

2018 წლის 26 აპრილის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ უახლესი ინფორმაცია მიიღო მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების საკითხებთან დაკავშირებით. საქმეზე სიახლეს წარმოადგენს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს 2018 წლის 20 აპრილის დასკვნა, რომელიც თანახმადაც, ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის ქუჩა #37, ბინა #8-ში მდებარე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული უძრავ ქონების - 277.91 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულებამ აპრილის თვის მდგომარეობით, შეადგინა 473 559 ლარი, ხოლო იგივე ქონება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ფოტომასალებში ასახული რემონტის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით - 497 459 ლარი. ამასთან, სამინისტროს მიერ წარმოდგენილ იქნა როლანდ ბლადაძის მიმართ შეთავაზებული ალტერნატიული ფართების სადღეისო საბაზრო ღირებულების საექსპერტო დასკვნებიც. კერძოდ, კომერციული ფართი 171 კვ.მ მდებარე ბათუმში შეფასებულ იქნა 520 353 ლარის ოდენობით, სამი ბინა შავი კარსაკის მდგომარეობით, მდებარე ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით -  165 კვ.მ ფართით (მე-11 სართული) 261 512 ლარის ოდენობით, 252 კვ.მ. ფართით 399 866 ლარის ოდენობით და 160 კვ.მ. ფართით 261 512 ლარის ოდენობით (მე-12 სართულზე). სამინისტროს პოზიციით, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის დროს რეგისტრირებულ მონაცემებში დაფიქსირებულია 215 კვ.მ ფართი, შეთანხმებაც უნდა მომხდარიყო აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით და მისი საბაზრო ღირებულების დადგენის საფუძველზე. ამასთან, სამინისტრომ აღნიშნა, რომ როლანდ ბლადაძის მიმართ მეტი კვადრატული მეტრი ფართის გადაცემის შემთხვევაში, უნდა ანაზღაურებულიყო სხვაობა და დაუშვა ის გარემოებაც, რომ თავად მოახდენდა ალტერნატიული ფართების გასვისებას და როლანდ ბლადაძის მიმართ ფულადი სახით 497 459 ლარის გადაცემას.

სასამართლომ მოისმინა როლანდ ბალდაძისა და მისი წარმომადგენლის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის საბოლოო პოზიციები დავის მორიგებით დასრულებასა და მის პირობებზე. როლანდ ბლადაძის განცხადებით, სახელმწიფოს უკანონო მოქმედებების შედეგად მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი გაცილებით მეტია, ვიდრე ჩამორთმეული ქონების დღევანდელი საბაზრო ღირებულება. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული უარს ამბობდა სახელმწიფო მიმართ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ორგანოებში ყოველგვარ სარჩელზე, საჩივარსა და მიმართვაზე, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული დამოკიდებულებები საჭიროებდა სწორი სამართლებრივი და პოლიტიკური დასკვნების გაკეთებას. ამასთან, სასამართლოს სრული ინფორმაცია მიეწოდა იმის შესახებ, რომ როლანდ ბლადაძის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობდა სადარბაზო ფართი 13.0 კვ.მ და მანსარდი 59.31 კვ.მ ფართით, რომლის მარეგისტრირებელ ორგანოში გატარება, სახელმწიფოს მაშინდელი პოლიტიკური დევნის პირობებში, ვეღარ მოხერხდა და მის მფლობელობაში, თავიდანვე არსებობდა საცხოვრებელი ფართი 277.91 კვ. მ ფართობით, რომელი დასაბუთებაც სარწმუნოდ მიიჩნია საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა. როლანდ ბლადაძემ უარი განაცხადა ალტერნატიული ფართების სახელმწიფოს მხრიდან გასვისების პროცესსა და ფინანსურად დაკმაყოფილებაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული პროცესი შეიცავდა რისკებსა და დროში გახანგრძლივებულ პროცესს. ამასთან, როლანდ ბლადაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიმართ ვერ ექნებოდა რაიმე სახის ფინანსური ვალდებულებები, თუკი მიიღებდა მეტობით ფართს, ხოლო სასამართლომ შენიშნა, რომ სახელმწიფოს ზედმეტობით გადაცემული ფართი შემთხვევაში, უნდა ეფიქრა მოქალაქის ერთგვარ მორალურ კომპენსირებაზე, რომელიც გამოიხატა უკანონო დევნაში, ქონების ჩამორთემვაში და როლანდ ბლადაძის მოთხოვნის უფლების დათმობაში სამომავლო დავებთან დაკავშირებით. როლანდ ბლადაძემ აღნიშნა, რომ იმ შემთხხვევაში, მათი საბაზრო ღირებულებების მიუხედავად, თუკი უპირობოდ სახელმწიფოს მიერ გადაცემულ იქნებოდა შავი კარსაკის მდგომარეობით, მდებარე ორი საცხოვრებელი ფართი ქ. თბილისში ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქუჩაზე შემდეგი მონაცემებით 252 კვ.მ. ფართი და 160 კვ.მ. ფართი (მე-12 სართულზე). სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მოსალოდნელი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, უნდა ეფიქრა როლანდ ბლადაძის საბოლოო წინადადებაზე და აღნიშნა, რომ თუკი 4 მაისამდე არ იქნება მიღწეული შეთანხება, საქმე არსებითად განიხილება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებაც.

საქმეს ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე), ბესარიონ ალავიძე და ზურაბ ძლიერიშვილი განიხილავს. საქმეზე 4 მაისის სხდომა 14:00 საათზე განახლდება.



კომენტარები