ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამართლებრივი მომსახურების საზოგადოებრივ კამპანიას „NO WIN NO FEE“ იწყებს, რომელიც ეხება სამართალდარღვევათა საქმეებზე სწრაფი და ეფექტური სამართალწარმოების პროცესს. ორგანიზაცია დასახელებული კამპანიის ფარგლებში იურიდიულ მომსახურებას გაუწევს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც აღმოჩნდება საპატრულო პოლიციის, „თბილისის პარკინგის“, „თელასის“, „ყაზტრანს გაზ თბილისის“, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“, „თბილსერვის ჯგუფის“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, სხვა ორგანოებისა თუ კომპანიების მიერ შედგენილი სამართალდარღვევათა ოქმის საფუძველზე დაჯარიმების მიმღები და მხარე სადავოდ გახდის სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ წარმომადგენლობას უკანონოდ მიჩნეულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციულ ორგანოებთან და სასამართლოში განახორციელებს. ორგანიზაცია საზოგადოებრივი კამპანიის დაწყების მიზეზად გაზრდილ მომართვიანობას და ხელმისწავდომი დაცვის უფლების საჭირობას ასახელებს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ სამართალდარღვევათა ჯარიმების საკითხზე უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღების მიზნით მიიღება უშუალოდ სავარაუდო სამართალდამრღვევის განცხადება, რომელიც ვალდებულია წარმოადგინოს შედგენილი სადავო საჯარიმო ქვითარი. განცხადების მომართვის დროს, მნიშვნელოვანია დაცული იყოს საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ვადაც.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მომსახურების საზოგადოებრივი კამპანიის: „NO WIN NO FEE“ მომსახურების პაკეტის ღირებულება განისაზღვრება საქმის დასრულების შედეგიდან გამომდინარე. მოქალაქე იურიდიული მომსახურების საფასურს გადაიხდის მხოლოდ საქმის დასრულების შემდგომ მხოლოდ მის მიმართ დამდგარი სასარგებლო შედეგის გათვალისწინებით.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საჯარიმო ქვითრის გამოწერისას მნიშვნელოვანია დაცული იქნეს კანონით გათვალისიწინებული რიგი მოთხოვნები. კონკრეტული ორგანოს თუ კომპანიის მხრიდან ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის გამოყენების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ ჩატარებული იქნას სრულყოფილი წარმოება, რომლის ფარგლებშიც დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი ყველა გარემოება, რის საფუძველზეც სწორი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს სამართალდარღვევის ფაქტს. ჯარიმის შედგენისას მნიშვნელოვანია მოქალაქეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და წარმოებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში თუ დაჯარიმებისას დარღვეული იქნება კანონის იმპერატიული მოთხოვნები, მოქალაქეს აქვს სრული უფლება მოითხოვოს ჯარიმის გაუქმება.
ორგანიზაცია წარმოებული კამპანიის ფარგლებში დაინტერესებულ პირებთან იურიდიულ კონსულტაციას ჩანიშნავს ცხელ ხაზზე წინასწარი კომუნიკაციის გზით. ორგანიზაციასთან კომუნიკაცია შეიძლება სამუშაო დღეების განმავლობაში, ნომერზე: 599 29 12 02.