„ახალგაზრდა ადვოკატები“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმის ხელშემწყობი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

18 ივნისი, 2018

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ პრეზენტაციას დაესწრო. პროექტს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან - „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ერთად ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმებში, მათ შორის ადვოკატირების, პოლიტიკის შემუშავებაზე ზეგავლენისა მოხდენის, რეფორმის დასრულებული და მიმდინარე საფეხურების გადახედვის გზით. უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში იგეგმება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების სტრატეგიების, სამოქმედო გეგმების, კანონმდებლობისა და არსებული პრაქტიკის ანალიზი ადამიანის უფლებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და აღნიშნული რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ხელშეწყობა. 



კომენტარები