ორგანიზაცია ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრაზე ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებით დაინტერესდა

28 ივნისი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრას დაესწრო, სადაც აპარატის საქმიანობის ახალი პორტალის პრეზენტაცია და საქმიანობის ექვსთვიანი ანგარიშის წარმოდგენა მოხდა. აპარატის საქმიანობა წარმოადგინა და სტუმრების შეკითხვებს უპასუხა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ. ახალი პორტალის სტრუქტურა და გამოყენების წესებზე ვრცელი ინფორმაცია წარმოადგინა ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ. აღინიშნა, რომ პორტალი, შეიქმნა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IDC) მხარდაჭერით და მეწარმე სუბიექტებისთვის წარმოადგენს ინოვაციურ პლატფორმას ბიზნესომბუდსმენთან ელექრონული ფორმით კომუნიკაციისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელ არჩილ კაიკაციშილის ბიზნესომბუდსმენთან დასმული კითხვა ეხებოდა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების დაცვის თემას. არჩილ კაიკაციშვლმა მოსაზრების ნაწილი ბიზნესის სფეროს განვითარების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების საკითხზე საუბარს დაუთმო და აღნიშნა, რომ როგორც ბიზნესის განვითარება, ასევე ბიზნესსუბიექტებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე. მისი მხრიდან აქცენტი გაკეთდა ბიზნეს-სუბიექტებსა და დასაქმებულებს შორის შრომით სამართლებრივ ურთიერთობებსა და საფინანსო სექტორის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, დასახელებული მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ინსტიტუციის აქტიური ჩართულობა და თანამონაწილეობა, როგორსაც წარმოადგენს ბიზნესომბუდსმენის აპარატია. ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, საკითხი ორი მიმართულებით უნდა დავინახოთ - ბიზნესომბუდსმენის აპარატი დარჩება ბიზნესის ინტერესების დამცველ ინსტიტუტად, ხოლო ადამიანის უფლების დარღვევის საკითხებზე რეაგირებისთვის უნდა მემართოს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო-სამრეწვლო პალატების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები.



კომენტარები