„ახალგაზრდა ადვოკატები“ N7 პენიტენციური დაწესებულების დახურვის ღონისძიებას დაესწრო

4 ივლისი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N7 განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების ოფიციალურად დახურვის ღონისძიებას დაესწრო.

ორგანიზაციის შეფასებით ცალსახაა, რომ მეშვიდე დაწესებულებაში არსებული საცხოვრებელი პირობები და ინფრასტრუქტურული გარემო წარმოადგენდა არასათანადო მოპყრობის მაგალითს. შესაბამისად მისასალმებელია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან მოხდა საერთაშირისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციების გაზიარება, აღნიშნული დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით და დღეის მდგომარეობით N7 დაეწესებულება, რომელიც განსაკუთრებული რისკის პატიმრების მიმართ არასათანადო და არაჰუმანურ მოპყრობასთან ასოცირდება, ოფიციალურად დახურულია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ  მნიშვნელოვანია N7 განსაკუთრებული რისკის პენიტენციური დაწესებულების დახურვის პარალელურად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ახალი N7 პენიტენციური დაწესებულების გახსნა, რომელიც აგრეთვე მაღალი რისკის დაწესებულებას წარმოადგენს და 29 მსჯავრდებულზეა გათვლილი. აღსანიშნავია, რომ განსხვავებით დახურული პენიტენციური დაწესებულებისა ახალი დაწესებულება სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც თავის მხრივ აღნიშნულ საპატიმრო დაწესებულებაში მოხვედრილი მსჯავდებულისთვის ნიშნავს, როგორც სარეჟიმო პირობებს ასევე ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტსა და პატიმრობის პერიოდში მათთვის სათანადო გარემოს არსებობას.

 

 

 



კომენტარები