„ახალგაზრდა ადვოკატები“ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ კომენტარების მეორე წიგნის პრეზენტაციას დაესწრო

21 ივლისი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის „PROLOG“-ის მოწვევით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს წარმომადგენლის, სამართლის დოქტორ, პროფესორ ლადო ჭანტურიას რედაქტორობით გამოცემულ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ კომენტარების მეორე წიგნის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც თავის მისასალმებელ სიტყვაში ლადო ჭანტურიამ აღნიშნა, „სამოქალაქო სამართლის კოდექსის“ კომენტარებზე მუშაობა გრძელდება და ქართული იურიდიული საზოგადოება, აგრეთვე კოდექსის კომენტარების მესამე წიგნსაც მალე იხილავს. მანვე მადლობა გადაუხადა სამოქალაქო კოდექსის კომენტარების მეორე წიგნზე მომუშავე ყველა ავტორს და მაღალი შეფასება მისცა მათ შრომას და პროფესიონალიზმს.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ კომენტარების მეორე წიგნის სახით, უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელო იურიდიული ლიტერატურის შექმნა. შესაბამისად, მისასალმებელია „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ სანივთო სამართლის ნაწილის გადამუშავება-გამოცემა, რომელიც მათ შორის მოიცავს საბაზრო ეკომონიკისა და სამოქალაქო საზოგადოების არსებობისთვის მნიშვნელოვან და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის განმაპირობებელ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მფლობელობა, საკუთრება, შეზღუდული სანივთო უფლებები, სამეზობლო სამართალი და სხვა. განსაკუთრებით მნიშნელოვანია დასახელებული მიმართულებით არსებული სასამართლო პრაქტიკის შეფასება, რაც განხილულია წიგნში და შესაძლებლობას აძლევს მართლმსაჯულების განმახორციელებელ, პროცესის მონაწილე ყველა მხარეს სწორი დასკვნების უზრუნველყოფისთვის.

„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ კომენტარების მეორე წიგნი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით მომზადდა. წიგნის ავტორებია სამართლის დოქტორები: თამარ შოთაძე, ლევან თოთლაძე, გიორგი რუსიაშვილი და ზურაბ ჭეჭელაშვილი.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, მოსამართეელბი, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები. 

 



კომენტარები