ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ს.ს. „საქართველოს ბანკის“ მოქმედებების შედეგად გაკოტრებული კიდევ ერთი ქართული წარმატებული ბიზნესის - „მეტალინვესტის“ საქმეზე სამართლებრივი კვლევის პრეზენტაციას გამართავს და საქართველოს იურისტიციის სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, საერთო სასამართლოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ეროვნული ბანკისა და ბიზნესომბუდსმენის მიმართ რეკომენდაციებს გამოაქვეყნებს.
ორგანზიაცია კომპანია „მეტალინვესტის“ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად მიდის დასკვნამდე, რომ კომპანიის გაკოტრების მთავარი ფიგურანტი ს.ს. „საქართველოს ბანკია“, რომელმაც სახელმწიფოს მარეგისტრირებელი ორგანოების მეშვეობით, შეძლო ბიზნესის დასაკუთრება. კვლევაში დეტალურადაა წარმოდგენილი საქმის ყველა გარემოება, მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზი და სავარაუდო დანაშაულის ნიშნებზე მითითებით, შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციებიც.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევაზე მუშაობა 2018 წლის აპრილში დაიწყო. მომზადებული კვლევა, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, დიპლომატიურ კორპუსის, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს მიეწოდებათ. კვლევის პრეზენტაცია, სასტუმრო „კოსტეში“, 12:00 საათზე დაიწყება და მას საჯარო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამართლისა და ეკონომიკის ექსპერტები, ბეჭდვური და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები დაესწრება. პრეზენტაციას დაეწრებია კომპანია „მეტალინვესტის“ მენეჯმენტიც.