დასახელება: იურისტ-კონსულტანტი
გამოქვეყნება: 14 სექტემბერი/ბოლო ვადა 21 სექტემბერი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 თვე
მთავარი მოტივაცია
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“ აღმასრულებელი გუნდის ახალი წევრებით შევსების მიზნით, იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე, აცხადებს კონკურს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის. შერჩეულ წევრთან/წევრებთან, ოთხი თვის განმავლობაში, გაფორმდება სტაჟირების ხელშეკრულება.
ორგანიზაცია, როგორც ყოველთვის, შერჩევის პროცესში, ყურადღებას დაუთმობს კანდიდატის ა) განათლებას და ცოდნას, ბ) ანალიტიკურ აზროვნებას, გ) პიროვნულ უნარ-ჩვევებსა და დ) პროფესიულ შესაძლებლობებს.
ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს პროფესიონალიზმზე. ამიტომაც, მოცემულ ეტაპზეც შეარჩევს მხოლოდ ისეთ ახალგაზრდებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ორგანიზაციის სამუშაო გარემოსთვის დადგენილ წესებს, სტანდარტებს, მიდგომებსა და შესაბამისობაში აღმოჩდებიან ორგანიზაციის საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან.
ორგანიზაციის აღმასრულებელი გუნდის წევრის მიმართ წარდგენილი აუცილებელი შერჩევის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) დამაჯერებელი რეზიუმეს შერჩევა და ბ) გასაუბრება.
ძირითადი ვალდებულებები, რომლიც კანდიდატს ინდივიდუალურად თუ გუნდურად შესრულების დროს მოეთხოვება:
- ორგანიზაციის სტრატეგიულ სამართალწამოებაში მონაწილეობა;
- სამართლის, საზოგადოების, პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე საკითხების ანალიზი;
- კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა;
- სამართლებრივი დასკვნების მომზადება და პრეზენტაცია;
- ორგანიზაციის კვლევით საქმიანობასა და თემატური მონიტორიგნების განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
- ორგანიზაციის საპროექტო საქმიანობაში ჩართვა და თანამონაწილეობა;
- რეკომენდაციების, მიმართვების, განცხადებების დამოუკიდებლად მომზადება;
- ორგანიზაციის სამოქალაქო კამპანიებსა და დაგეგმილ აქციებში მონაწილეობა;
- ორგანიზაციის სახელით, საჯარო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობა
- ორგანიზაციის საქმიანობის წარმოჩენა;
- ორგანიზაციის სახელით, საქმიან შეხვედრებში მონაწილეობა;
- უცხოენოვანი მასალის გაცნობა, თარგმნა და ანალიზი.
საკანონმდებლო აქტები, რომლის ცოდნაც მოეთხოვება კანდიდატს:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ კანონი;
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი;
- სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ კანონი;
- საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონი;
- საჯარო რეესტრის შესახებ კანონი
კანდიდატი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:
განათლება:
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული მიმართულების II, III, IV საფეხურის სტუდენტები.
პრაქტიკული ცოდნა და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზაციის საქმიანობის, სტრატეგიისა და საზოგადოებრივი ფუნქციის სიღმისეული გააზრება;
- მოტივირებული და ინიციატივიანი ახალგაზრდა, რომელსაც შეუძლია ეფექტურად მუშაობა, როგორც გუნდთან და ხელმძღვანელთან ერთად, ისე დამოუკიდებლად;
- კომუნიკაბელური, ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- ქართულ ენაზე სტილისტური, გრამატიკული და სხვა სახის შეცდომების გარეშე წერის უნარი;
- კოლეგის განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემა;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა);
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel; PowerPoint) გამოყენებით დონეზე ცოდნა;
კონკურში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- CV (მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონი, ფოტოსურათი);
განსაკუთრებული აღნიშვნვა
- გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ ქართულენოვანი Cv შემდეგ მისამართზე:
vakanciayb@gmail.com
- სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „სტაჟირება“.
ორგანიზაცია მკაცრად იცავს კანდიდატის შერჩევის დროს შემდეგ პირობებს:
- საერთოდ არ განიხილება არასრულად წარმოდგენილი განცხადებები;
- გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ დამაჯერებელი შესაძლებლობისა და აქტიური Cv–ის ავტორს,
- არ დავუკავშირდებით კანდიდატს, რომელიც არ დაიცავს რეზიუმეს გადმოგზვანის დადგენილ წესს.