„ახალგაზრდა ადვოკატები“ კომერციული სამართლის აქტუალურ საკითხებზე სამუშაო შეხვედრას დაესწრო

20 სექტემბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებითა და კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, თემაზე: „კონტრაქტები საერთაშორისო გაყიდვებში“, სამუშაო შეხვედრას ესწრება. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა: საზღვართშორის დავებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, აღნიშნული დავების პრაქტიკული ასპექტები, საერთაშორისო შეთანხმებების გამოყენება, არბიტრაჟთან დაკავშირებული საკითხები და ასე შემდეგ. სამუშაო შეხვედრა დაგეგმილია ადვოკატებისთვის, რომელიც მოღვაწეობენ კომერციული სამართლის მიმართულებით და აქვთ პროფესიული შემხებლობა საერთაშორისო გაყიდვებთან დაკავშირებულ საქმეებთან. ამასთან, შეხვედრაში მონაწილეობს იღებს ქართველი მოსამართლეები.

სამუშაო შეხვედრას უძღვებიან ექსპეტრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან - პროფესორი პიტერ ვინშოპი (Peter Winshop) და მოსამართლე კენდალ ნიუმენი (Kendall Newman).



კომენტარები