„ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს „სინოჰიდროს“ საქმიანობაზე კვლევას გამოაქვეყნებს

2 ოქტომბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, დღეს ახალი კვლევის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც შეეხება საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართული კომპანიების საქმიანობის შესწავლას. კვლევა მოიცავს საქართველოში ჩინური სახელმწიფო კომპანია „სინოჰიდროს“ საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მონიტორინგს, რომელიც დეტალურად მოიცავს საკითხის შეფასებას მრავალმხრივი სამართლებრივი საფუძვლით.

კვლევის პრეზენტაციას დაესწრება არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამართლისა და ეკონომიკის ექსპერტები, ბეჭდვური და ელექტრონული მედია. პრეზენტაციაზე მოწვეულია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კონკრეტული უწყებები, რომელთა უფლებამოსილებაშიც იმყოფება ინფრასტრქუტურულ პროექტებზე ზედამხედველობა და კონტროლი.

შეხვედრა 11:00 საათზე, სასტუმრო „კალასში“ შედგება.



კომენტარები