„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდი ახალი წევრებით განახლდა

4 ოქტომბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდი განახლდა. გამოცხადებული კონკურსის შედეგად, ორგანიზაციის წევრები გახდნენ: ანა ფუტკარაძე, სოფიო მექანარიშვილი, ლიკა ლემონჯავა, ნიკა გოგბერაშვილი და გიორგი ხაჭვანი. ორგანიზაციის განახლებულმა გუნდმა საქმიანობა უკვე დაიწყო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ 2018 წლის სექტემბრის თვეში იურისტ-კონსულტანტის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში, სულ დარეგისტრირდა 115 პრეტედენტი. შერჩეულ იქნა 17 აპლიკანტი, რომლებთანაც განხორციელდა გასაუბრება. ორგანიზაციამ შერჩევის პროცესში, ყურადღება დაუთმო კანდიდატის ა) განათლებას და ცოდნას, ბ) ანალიტიკურ აზროვნებას, გ) პიროვნულ უნარ-ჩვევებსა და დ) პროფესიულ შესაძლებლობებს.



კომენტარები