„ახალგაზრდა ადვოკატები“ დღეს თბილისში საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგზე გამოკითხვას ჩაატარებს

11 ოქტომბერი, 2018

2018 წლის 12 ოქტომბერს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ გუნდი თბილისში სოცილოგიურ გამოკითხვას ჩაატარებს. სოციოლოგიური გამოკითხა მომზადდება საკითხზე: „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“. გამოკითხვის მიზანია დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობებისა და საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობების დადგენა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისში 700 რესპოდენტს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხავს. გამოკითხვა თბილისის სამ ნაწილში – მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. ორგანიზაცია სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს 15-18 ოქტომბრის შუალედში გამოაქვეყნებს. გამოკითხვა თბილისის ქუჩებში დღის მეორე ნახევარში ჩატარდება.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საარჩევნო პროცესში სოციოლოგიურ გამოკითხვებს 2013 წლიდან ახორციელებს. ბოლო გამოკითხვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკოსებისა და პარტიების ნდობის რეიტინგის დადგენას ემსახურებოდა.  



კომენტარები