„ახალგაზრდა ადვოკატები“ GBA-სა და შსს შორის მემორანდუმის დადების ღონისძიებას დაესწრო

11 ოქტომბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას დაესწრო. დოკუმენტის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ადვოკატთა ასოციაცია სამომავლოდ სამართლებრივი საკითხების განხილვა-გადაწყვეტის და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით თანამშრომლობას გააღრმავებენ, ასევე, ითანამშრომლებენ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისა და ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის საგანმანათლებლო/სასწავლო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებითაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი პირველად გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმება, როგორც შეხვედრაზე მინისტრმა გიორგი გახარიამ და ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა აღნიშნეს, ხელს შეუწყობს ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანად აისახება მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე.

ღონისძიებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



კომენტარები