ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში, საკითხზე: „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, თბილისში მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა. შერჩევითი შემთხვევის პრინციპით, მოქალაქეები მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიკითხა. გამოკითხვის მიზანს დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობებისა და საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების და სამოქალაქო განწყობების დადგენა.
მოქალაქეებმა უპასუხეს დასმულ კითხვებს: „აპირებთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში“, „გთხოვთ, დაასახელოთ პრეზიდენტობის რეგისტრირებული ერთი კანდიდატი, რომელიც იმსახურებს თქვენს ნდობას“, „რა განაპირობებს კანდიდატის მიმართ თქვენს ნდობას: ა) კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები, ბ) კანდიდატის საარჩევნო პროგრამა, გ) კანდიდატის პარტიულობა დ) კანდიდატის არაპარტიულობა“, „ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას 2024 წლიდან?“ და „როგორ შეაფასებდით მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას?“. გამოიკითხა 600-ზე მეტი მოქალაქე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს 15-18 ოქტომბრის შუალედში გამოაქვეყნებს. სოციოლოგიური გამოკითხვა ორგანიზაციის გუნდმა უზრუნველყო.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ საარჩევნო პროცესში სოციოლოგიურ გამოკითხვებს 2013 წლიდან ახორციელებს. ბოლო გამოკითხვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკოსებისა და პარტიების ნდობის რეიტინგის დადგენას ემსახურებოდა.