„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“ შედეგებს აქვეყნებს

19 ოქტომბერი, 2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ნდობის რეიტინგი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს.

რესპოდენტების მიმართ დასმულ 5 შეკითხვაზე - „აპირებთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში“, „გთხოვთ, დაასახელოთ პრეზიდენტობის რეგისტრირებული ერთი კანდიდატი, რომელიც იმსახურებს თქვენს ნდობას“, „რა განაპირობებს კანდიდატის მიმართ თქვენს ნდობას: ა) კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები, ბ) კანდიდატის საარჩევნო პროგრამა, გ) კანდიდატის პარტიულობა დ) კანდიდატის არაპარტიულობა“, „ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას 2024 წლიდან?“ და „როგორ შეაფასებდით მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას?“, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

აპირებთ თუ არა მონაწილეობა მიიღოთ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში?

  • 82% – აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას (492 რესპოდენტი)
  • 11.5% – არ აპირებს მონაწილეობის მიღებას (69 რესპოდენტი)
  • 6.5% - ჯერ არ გადაუწყვეტია (39 რესპოდენტი)

გთხოვთ დაასახელოთ პრეზიდენტობის რეგისტრირებული ერთი კანდიდატი, რომელიც იმსახურებს თქვენს ნდობას: (რესპოდენტს უნდა დაესახელებინა პრეზიდენტობის კანდიდატის სახელი და გვარი)

  • 27% - არც ერთი  (162 რესპოდენტი)
  • 20.2% - არ აქვს გადაწყვეტილი (121 რესპოდენტი)
  • 18.8% - სალომე ზურაბიშვილი (113 რესპოდენტი)
  • 18.2% – გრიგოლ ვაშაძე  (109 რესპოდენტი)
  • 5.5% - ზურაბ ჯაფარიძე  (33 რესპოდენტი)
  • 4% – დავით ბაქრაძე (24 რესპოდენტი)
  • 1.8% - დავით უსუფაშვილი  (11 რესპოდენტი)
  • 1.5% – კახა კუკავა (9 რესპოდენტი)
  • 1.5% - შალვა ნათელაშვილი (9 რესპოდენტი)
  • 1.5% - გიორგი ანდრიაძე (9 რესპოდენტი)

რა განაპირობებს კანდიდატის მიმართ თქვენს ნდობას?

  • 65.5% - კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები (393 რესპოდენტი)
  • 11% - კანდიდატის საარჩევნო პროგრამა  (66 რესპოდენტი)
  • 6% - კანდიდატის პარტიულობა  (36 რესპოდენტი)
  • 4% - კანდიდატის არაპარტიულობა  (24 რესპოდენტი)
  • 2% - კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები, კანდიდატის საარჩევნო პროგრამა, კანდიდატის პარტიულობა (12 რესპოდენტი)
  • 3.5% - კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები, კანდიდატის საარჩევნო პროგრამა (21 რესპოდენტი)
  • 0.5% - კანდიდატის გამოცდილება და შეხედულებები, კანდიდატის პარტიულობა (3 რესპოდენტი)
  • შეკითხვას არ უპასუხა 27-მა რესპოდენტმა, რაც გამოკითხულთა 4.5%-ს შეადგენს.
  • გამოკითხულებმა აგრეთვე დაასახელეს სხვა განმაპირობებელი ფაქტორები (პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, ადამიანობა, სამართლიანობა, ეროვნულობა) (18 რესპოდენტი - გამოკითხულთა 3%)

ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას 2024 წლიდან?

  • 18% - ეთანხმება  (108 რესპოდენტი)
  • 71.5% - არ ეთანხმება (429 რესპოდენტი)
  • 10.5% - არ აქვს პოზიცია (63 რესპოდენტი)

როგორ შეაფასებდით მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას?

  • 25.5% - უფრო დადებითად შეაფასა ვიდრე უარყოფითად  (153 რესპოდენტი)
  • 12% - უფრო უარყოფითად შეაფასა ვიდრე დადებითად (72 რესპოდენტი)
  • 17% - დადებითად შეაფასა (102 რესპოდენტი)
  • 21.5 - უარყოფითად შეაფასა (129 რესპოდენტი)
  • 24% - თავი შეიკავა (144 რესპოდენტი)

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სოციოლოგიური გამოკითხვა ქ. თბილისში, 2018 წლის 12 ოქტომბერს, დამოუკიდებელი ინიციატივის ფარგლებში ჩაატარეს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 600 მოქალაქე მარჯანიშვილის მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიკითხა. გამოკითხვის მიზანს დედაქალაქის მოსახლეობის რეალური განწყობებისა და საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში, მათი მოლოდინების დადგენა წარმოადგენდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, წინამდებარე გამოკითხვის ფარგლებში, შეეცადა არამხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ნდობის დადგენას, არჩევნებში მოანწილეობის საკითხის გარკვევას და არჩევანის განმაპირობებელი ფაქტორების გამოვლენას, არამედ შეაფასა, თუ რა დამოკიდებულება გააჩნდა მოქალაქეებს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით მოსალოდნელ არჩევასთან და საქართველოს რიგით მე-4 პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებასთან.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატები“ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის განწყობების დადგენას 2013 წლიდან ახორციელებს. 2013 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „საპრეზიდენტო კანდიდატებისა და საპრეზიდენტო არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2014 წლის ივნისში გამოქვყენდა გამოკითხვის შედეგები: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნდობის რეიტინგი“, 2016 წლის აპრილში გამოქვეყნდა გამოკითხვის შედეგები: „პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“. უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზაციის ყველა კვლევის მონაცემი უმნიშვნელო ცდომილებით დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დასახელებულ არჩევნებზე მიღებულ ოფიციალურ შედეგებს.



კომენტარები