ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საქმიანობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომლიც ფინანსური პოლიტიკისა და დასაქმებულთა შრომითი ანაზღაურებების, მიღებული პრემიებისა და დანამატების შეფასებით ნაწილს ეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შესწავლი საკითხები შეეხებოდა 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად, სააგენტოს თავმჯდომარის, მოადგილეების, დეპარტამენტებისა და სამმართველოების უფროსების შრომითი ანაზღაურების დადგენას, მათ მიმართ გაცემულ პრემიებისა თუ დანამატებს, ინფორმაციას სააგენტოში დასაქმებულ შტატგარეშე პირთა შესახებ, სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტს, სააგენტოს მიერ ადგილობრივ თუ საერთაშორისო მივლინებებში გაწეულ ხარჯებს, ინფორმაციას სააგენტოს მიერ გაწეული ყველა სხვა ხარჯის შესახებ, სააგენტოს სამართალწარმოების პროცესში მონაწილეობას. ორგანიზაციამ მოითხოვა სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიის დოკუმენტის გაცნობაც.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტი შეადგენს 3 480 000 ლარს, საიდანაც 2 406 300 ლარი შრომის ანაზღაურებისათვის განკუთვნის თანხას წარმოადგენს, რაც სააგენტოს წლიური ბიუჯეტის დაახლოებით 70%-ია. მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, სააგენტოს ხელმძღვანელმა შრომითი ანაზღაურების სახით, საერთო ჯამში, მიიღო - 35 000 ლარი, თავმჯდომარის სამმა მოადგილემ, ცალკ-ცალკე მიიღო - 30 800 ლარი. ამასთან, აღსანიშნავია დასახელებული თანამდებობის პირების სააგენტოში საქმიანობის პერიოდი. სააგენტოს თავმჯდომარე თანამდებობაზე დაინიშნა 2011 წელს, პირველი მოადგილე - 2012 წელს, ხოლო სხვა მოადგილეები - 2016 და 2017 წლებში.
ორგანიზაციის განცხადებით, მნიშვნელოვანია საანგარიშო პერიოდში სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის ხარჯების შესახებ. 2018 წლის იანვარი-ივლისის მდგომარეობით, სააგენტოს მხრიდან ადგილობრივ და საერთაშორისო მივლინენებში, სულ დაიჯარხა 87 584 ლარი, საიდანაც 87 215 ლარი დაიხარჯა ქვეყნის შიგნით მივლინებებისთვის, ხოლო 369 ლარი დაიჯარჯა ქვეყნის გარეთ, კერძოდ ინდოეთში მივლინებისათვის. დინამიკაში შეინიშნებოდა ყოველთვიურად სამივლინებო თანხების ზრდა. იანვრის მდგომარეობით, მივლინენებში გაწულმა ხარჯმა 3 459 ლარი შეადგინა, თებერვალში - 12 153 ლარი, მარტში - 13 606 ლარი, აპრილში - 12 017 ლარი, მაისში - 14 464 ლარი, ივნისში- 16 154 ლარი, ხოლო ივლისში მივლინებებში 15 731 ლარი დაიხარჯა.
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაწული სხვადასხვა ხარჯების შესახებ ინფორმაციიდან დგინდება, რომ 2017 წლის განმავლობაში, სააგენტომ საერთო ჯამში, საკანცელარიო საჭირეობებისათვის, საწვავისა და სადაზღვევო უზრუნველყოფისათვის 72 469.56 ლარი დახარჯა. რაც ეხება 2018 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებს, ამ პერიოდში, იგივე საჭიროებებისთვის, სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯი 46 723.06 ლარს შეადგენს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სააგენტოს საშტატო პოლიტიკის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სააგენტოს შტატში ირიცხება 147 თანამშრომელი, ხოლო სააგენტოში შტატგარეშედ საქმიანობს 40 პირი.
დღეის მდგომარეობით, სააგენტოს ყავს - 1 ხელმძღვანელი, 3 - ხელმძღვანელის მოადგილე, 1 - ხელმძღვანელის მრჩეველი, აგრეთვე სააგენტოში უფლებამოსილებას ახორციელებს 7 - დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 7 - დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, 21 - სამმართველოს ხელმძღვანელი, 35 - მთავარი სპეციალისტი და 21 - უფროსტი სპეციალისტი. რაც ეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, ინფორმაციულ-ანალიტიკურ დეპარტამენტში, კონტროლის დეპარტამენტში, პროფესიული რეგულირების დეპარტამენტში, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტში საქმიანობას, ძირითად შემთხვევებში, იურისტ-კონსულტანტის, მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტის, ადმინისტრატორისა და ფარმაკოლოგის პოზიციაზე საქმიანობას ახორციელებს 40 შტატგარეშე თანამშრომელი.
ორგანიზაციის შეფასებით, 2018 წლის 01 იანვრიდან აგვისტოს მდგომარეობით, სააგენტო საერთო ჯამში მონაწილეობს 51 სასარჩელო წარმოებაში, აქედან 12 საქმეზე გამოდის, როგორც მოსარჩელე მხარე, 16 - საქმეზე, როგორც მოპასუხე მხარე, ხოლო 23 საქმეზე მონაწილეობს მესამე პირის სტატუსით.
მნიშვნელოვანია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოწმების შედეგად, დადგინდეს სააგენტოს საქმიანობაში ხარჯთეფექტურობის საკითხები და შესწავლილ იქნეს 40 შტატგარეშე თანამშრომლის ვინაობა, რათა გამოირიცხოს ნეპოტიზმის ფაქტები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ შტატგარეშე თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გამჟღავნების საბაბმით, დამალა და არ გასცა წარმოდგენილ 40 პოზიციაზე ყოველთვიურად არსებული შრომითი ანაზღაურება, რაც უნდა ვივარაუდოდთ, რომ მნიშვნელოვან დანახარჯს შეიცავს. ორგანიზაციამ სტატგარეშე თანამშრომლების შესახებ მოითხოვა სრული ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა მათი თანამდებობრივი პოზიციის დასახელებას, დანიშვნის წელს, ხელფასს და რიცხოვნობას. სააგენტო ვალდებული იყო, დასაქმებულთა იდენტიფიცირების გარეშე მოეხდინა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა, თუმცა ამაოდ. ამასთან, შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სააგენტოს არ გააჩნია საქმიანობის (ჩარჩო-დოკუმენტი) სტრატეგია. მიღებული ინფორმაციის თანახმად, სააგენტო საქმიანობის სტრატეგიად განიხილავს საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებულ სააგენტოს დებულებას.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 10 აგვისტოს მიმართა. სააგენტომ მოთხოვნილ ინფორმაციაზე გამოხმაურება 16 აგვისტოს მოახდინა. ორგანიზაცია, მოცემულ ეტაპზე, მოწოდებული ინფორმაციის შესწავლას ახორციელებდა.